დენის შმიგალი – ევროკავშირში „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს

„ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ ექსპორტის დინამიკის შენარჩუნების საშუალებას მოგვცემს, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტისა და ევროკავშირის საბჭოს შეთანხმებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ევროკავშირის ბაზარზე უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ტარიფების გარეშე დაშვება 2025 წლის ივნისამდე გაგრძელდება.
„ეს „ეკონომიკური უვიზო რეჟიმი“ საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენი ექსპორტის დინამიკა შევინარჩუნოთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინელ მწარმოებლებს და ევროკავშირის ერთიან ბაზარზე შემდგომი ინტეგრაციის საფუძველი გავაძლიეროთ“, – განაცხადა დენის შმიგალმა.
ასევე, დენის შმიგალმა აღნიშნა, რომ -ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის წინა დღეს, იგი ჯოზეფ ბორელს შეხვდა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის ცნობით, ჯოზეფ ბორელთან პროდუქტიული შეხვედრა შედგა და მასთან უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების საკითხი განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბესიკ ლაგვილავა: არ ვიცი ადამიანები არიან თუ არა, უკრაინული ლეგენდარული ბრიგადა “აზოვის” და 25-ე სპეცდანიშნულების ბრიგადის მებრძოლები! თუკი ისინი ადამიანები არიან, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ არიან ტიტანები, რომელთაც ღმერთებსაც კი აუტეხეს ომი!

შალვა პაპუაშვილი – რუსეთის პრეზიდენტი დაეთანხმა ტრამპის მოსაზრებას – ომის აცილება შესაძლებელი იყო, ხოლო თუ ამერიკის პრეზიდენტს პროცესზე ზემოქმედების ბერკეტი გააჩნდა, ეს ნიშნავს დადასტურებას, რომ ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის მიმდინარეობს