დენის შმიგალი – დარწმუნებული ვარ, აშშ-ს, როგორც მსოფლიო ლიდერის და ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის მხარდაჭერა გაგრძელდება

დარწმუნებული ვარ, -ს მხარდაჭერა გაგრძელდება, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.
“დღეს, ს აშშ-თან ურთიერთობის გაგრძელება მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი და დარწმუნებული ვარ, რომ აშშ-ს, როგორც მსოფლიო ლიდერის, ჩვენი ერთ-ერთი უმსხვილესი პარტნიორის მხარდაჭერა, რომელიც სამი წლის განმავლობაში გვეხმარება, გაგრძელდება. დღეს უკრაინაში ეს მხარდაჭერა არის და გრძელდება”, – განაცხადა დენის შმიგალმა.
უკრაინის პრემიერ-მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, ს ადმინისტრაციამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მიწოდება დააპაუზა და აღნიშნა, რომ უკრაინა აშშ-თან მუშაობას შესაბამისი დიპლომატიური არხებით გააგრძელებს.
“აშშ ჩვენი სტრატეგიული და უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. აშშ-ს მადლობელი ვართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იმ დონეზე გაგრძელდეს, როგორც ეს აქამდე იყო, დიპლომატიურად და მშვიდად. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან და კონგრესთან კონტაქტები ყოველდღე არის. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინაში მშვიდობას ერთად მივაღწევთ”, – აღნიშნა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.