დემონსტრანტებმა მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები გადაკეტეს

თბილისში მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის მონაწილეებმა ბარათაშვილის ხიდი და მტკვრის ორივე სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს.
აქციის ორგანიზატორია ჯგუფი „დაიტოვე“.
აქციის მონაწილეები, ოპოზიციური პარტიებისა და პრეზიდენტის მსგავსად, მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო გაყალბდა.
ისინი საქართველოში ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
აქციაზე იმყოფებიან პოლიტიკოსებიც, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა.
„დაიტოვეს“ წარმომადგენლები ამბობენ, რომ ორშაბათს, 11 ნოემბერს, – როდესაც პრეზიდენტი 8 ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების დელეგაციას შეხვდება – შეხვედრის პარალელურად ორბელიანების სასახლესთან აქციას გამართავენ.
შეხვედრა ორშაბათ დილასაა დაგეგმილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – დამოუკიდებლობა პროცესია, ყოველდღიური ბრძოლა – თუ არ გვინდა უცხოს მონობა, თუ გვინდა დამოუკიდებლობა, თუ გვსურს სუვერენიტეტი და გვინდა “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს”, უნდა გვესმოდეს, რას ნიშნავს ეს – ეს დღე ჩვენია, გილოცავთ 26 მაისს