დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგე დემონსტრანტების ნაწილი გმირთა მოედნიდან მსვლელობით თამარ მეფის ხიდისკენ მიემართება, საიდანაც სანაპიროებზე ჩასვლას და მარცხენა სანაპიროს გადაკეტვას გეგმავს.
შეკრებილებს აღნიშნულისკენ აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა მოუწოდა.
დემონსტრანტები სკანდირებენ – “არა რუსულ კანონს”, “საქართველო”.
გმირთა მოედანზე განთავსებული ესტაკადა მომიტინგეებითაა სავსეა. აქციის მონაწილეებმა ესტაკადა ნაგვის ურნებითა და სხვადასხვა კონსტრუქციებით ჩახერგეს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: მათ, ვისაც ეს პირდაპირ ეხება, ახლა ფანტომურად ეჩვენებათ პასუხისმგებლობა დე-ფაქტო ეროვნულ გენოციდზე, მაგრამ მერწმუნეთ, ერთ დღეს აუცილებლად მატერიალიზდება ეს საზარელი შედეგები საქართველოს მომავალ თაობებზე