დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით დავიმსახურეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე – რატი იონათამიშვილი

რა გადაწყვეტილებას მიიღებს ევროკავშირი უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს მიმართ? ოპტიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ თბილისში.
ქართველი პოლიტიკოსები იმედოვნებენ, რომ უკრაინასთან დაკავშირებით უნგრეთისა და ავსტრიის განსხვავებული პოზიციის მიუხედავად, ევროკავშირის ლიდერები შეძლებენ კონსენსუსის გამონახვას და საქართველოს ამჯერად ევროკავშირის კანდიდატობის კუთვნილი სტატუსი ექნება.
“ჩვენ ჩვენი თვისებით ვუზრუნველყავით ის, რომ მშვიდობის, სტაბილურობის, განვითარების, მათ შორის დემოკრატიული პროცესების განვითარების გზით დავიმსახურეთ, რომ მნიშვნელოვანი პროგრესი გვქონდეს ევროინტეგრაციის გზაზე. ინდივიდუალური პროცესების ხარჯზე ხდება ყოველ ჯერზე გადაწყვეტილებების მიღება,” – აცხადებს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის პირველი მოადგილე რატი იონათამიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: უნგრეთმა მსოფლიო პატივისცემა დაიმსახურა თავისი მეცნიერებით, მწერლებით, მუსიკოსებით, ინჟინრებითა და სახელმწიფო მოღვაწეებით, და არა იმიტომ, რომ ერთ დღეს გაუკუღმართებული ბუნების მქონე ადამიანების აღლუმის გამო