დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, ამას ჰგავდა ეს განცხადება. საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო

დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, ამას ჰგავდა ეს განცხადება. საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით ისაუბრა, რომ გაურკვევლობის გამო უწევთ, გააუქმონ საგრანტო წინადადებები.
„დემოკრატია საფრთხეშია, აგენტურა ვეღარ ფინანსდება, დაახლოებით ამას ჰგავდა ეს განცხადება, რაც სამწუხაროა ბრიტანეთის საელჩოსგან. არის წესი, რომელსაც ადგენს ქვეყანა. ამ წესებს ძალიან მალე დავადგენთ და თქვენ იცით, რომ მიმდინარე პროცესია. როდესაც რამდენიმე დღეში კანონი უნდა ამოქმედდეს და ამის თანახმად შეგიძლია მიმართო ხვალ თუ ზეგ მთავრობას და თანხმობა მიიღო თუ კეთილშობილური მიზნები ამოძრავებს გრანტის გამცემს და რამდენიმე დღით ასწრებ და ზიანს აყენებ სახელმწიფოს, ახორციელებ გარკვეულ თავდასხმას საელჩოს მხრიდან, ეს არის ძალიან ცუდი რამ ყველაზე რბილად რომ ვთქვათ“-აღნიშნა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო.
„ზუსტად რომ იცი, რომ რამდენიმე დღეში შესაბამისი ნორმა იქნება, რომლის მიხედვით მიმართავ და შეგიძლია თანხმობა მიიღო და დღეს ამბობ, რომ საშინელება ხდება, ეს არის ძალიან ცუდი რამ რაც შეუძლია ბრიტანეთის თუ სხვა ნებისმიერ საელჩოს გააკეთოს. სადიალოგო აქ არაფერია. ძალიან მალე იქნება შესაბამისი ნორმა ძალაში შესული და საქართველოს ტერიტორიაზე ბრიტანელი იქნება, ქართველი თუ სხვა ქვეყნის მოქალაქე, ვიმოქმედოთ იმ კანონის შესაბამისად, რომლის მიხედვითაც გრანტზე იქნება მთავრობის თანხმობა საჭირო. როდესაც იციან, რომ ასეთი თანხმობა იქნება იმ შემთხვევაში, თუ კეთილშობილური მიზნებისთვის დაიხარჯება ეს თანხა, წინასწარ რაღაცების პრევენცია ცოტა არ იყოს შემაშფოთებელია, თუმცა დიდადაც არ გვაშფოთებს“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს