“დემოკრატების პირველი სერიოზული გამარჯვება, ტრამპის არჩევის შემდეგ” – ლევან ყურაშვილი

დემოკრატების პირველი სერიოზული გამარჯვება, ტრამპის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ:
ლიბერალმა კანდიდატმა, სიუზან კროუფორდმა დაამარცხა ტრამპის ადმინისტრაციის მხარდაჭერილი კონსერვატორი ბრედ შიმელი, ვისკონსინის უზენაესი სასამართლოს არჩევნებში. რითიც ლიბერალებმა სასამართლოში 4-3-იანი უმრავლესობა შეინარჩუნეს. ამ არჩევნების მნიშვნელობის გასაგებად ერთი ფაქტიც საკმარისია: ეს იყო ყველაზე ძვირიანი მოსამართლის ამერიკის ისტორიაში. მთლიან კამპანიაში არც მეტი, არც ნაკლები – $98 მილიონი დაიხარჯა. ილონ მასკი პირადად იყო კონსერვატორი კანდიდატის მხარდამჭერ კამპანიაში ჩართული. ის ამბობდა, რომ ეს ცივილიზაციური არჩევანია და ამ კამპანიაში გამარჯვება უმნიშვნელოვანესია. რამდენიმე დღის წინ, მან პირადად გადასცა ორ ადამიანს 1-1 მილიონ დოლარიანი ჩეკი, რომლებმაც “აქტივისტი მოსამართლეების” წინააღმდეგ პეტიციას მოაწერეს ხელი. ასევე, ის სთავაზობდა $100-ს ყველას, ვინც კონსერვატორი კანდიდატის მხარდამჭერი ბანერით ფოტოს ატვირთავდა, ხოლო ყველა რეკრუტირებულ ხმაზე, $20-ს იხდიდა. მიუხედავად ამისა, კროუფორდმა კომფორტული სხვაობით დაამარცხა შიმელი. აქვე უნდა ითქვას, რომ კროუფორდს დემოკრატიული პარტიის მთელი ელიტა უჭერდა მხარს. ასევე, სპეციალური ჩატარდა ორ ღრმად რესპუბლიკურ შტატში, ჰაუსის გამოთავისუფლებულ ადგილებზე. თუ 2024-ში რესპუბლიკელებმა აქ 32-33%-იანი სხვაობებით მოიგეს, ახლა კანდიდატებს შორის სხვაობა 18%-ით შემცირდა და შესაბამისად, 14-15%-ს შეადგენს. ერთი კვირის წინ, პენსილვანიის სენატის არჩევნების ერთ-ერთ ოლქში გაიმარჯვა დემოკრატმა კანდიდატმა. საინტერესო ეს ამბავი იმითაა, რომ 70 წლის განმავლობაში, რაც ამ ოლქში არჩევნები ტარდება, მხოლოდ ერთ პერიოდში, 1969-78 წლებში ჰქონდათ იქ დემოკრატ კანდიდატებს მოგებული და ახლა, 47 წლის შემდეგ ისევ გაიმარჯვეს. მოკლედ, ეს უნდა იყოს სერიოზული wake up call როგორც ტრამპის ადმინისტრაციისათვის, ისე მთლიანად რესპუბლიკური პარტიისათვის. აშკარაა, რომ -ს მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი უკმაყოფილოა ახალი ადმინისტრაციის მუშაობით და თუ ასე გაგრძელდა, 2026-ში რესპუბლიკური პარტია ჰაუსისა და სენატის უმრავლესობის დაკარგვის სერიოზული საფრთხის წინაშეა.
პ.ს. დღესვე, ჰაუსში ჩავარდა პროცედურული კანონი, სადაც დემოკრატებთან ერთად, წინააღმდეგ ხმა მისცა 9 რესპუბლიკელმა კონგრესმენმა. შესაბამისად, ჰაუსი ამ კვირაში კანონებს ვეღარ მიიღებს და შვებულებაში გადის.