დეკლარაციის მიხედვით, წილოსანი ნაღდი ფულის სახით 183 000 დოლარსა და 130 000 ლარს ფლობს

ქართული ოცნების დეპუტატის ნინო წილოსანის დეკლარაციის მიხედვით, ის ნაღდი ფულის სახით 183 000 დოლარსა და 130 000 ლარს ფლობს.
დეკლარაციის თანახმად, წილოსანმა 2023 წელს პარლამენტში ხელფასის სახით 53 449,92 ლარი აიღო.
გარდა ამისა, 2023 წელს წილოსანს მშობლემა 83 000 დოლარი აჩუქეს.
დეკლარაციის მიხედვით, წილოსანმა 2023 წელს ერთი შვილის სწავლასა და საცხოვრებელში 20 588,34 გირვანქა სტერლინგი დახარჯა, მეორე შვილის სწავლაში – 15 968,61 ლარი, ხოლო მესამეს სწავლაში – 22 241 დოლარი.