დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი

დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი და შესაბამისად, ამ კუთხით ძლიერდება პრაქტიკის ნაწილში საერთო სისტემა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მ „იმედი ლაივში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საერთო სურათი არსებითად იგივე დარჩება, რადგან ძირითადი ორგანოები, რომლებიც დღემდეც იყვნენ დაკავებული იმ საქმიანობით, რასაც ჰქვია კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის მთავრობა თავისი ადმინისტრაციით, თავისი კონკრეტული დეპარტამენტით, ეს არის სუსი ანტიკორუფციული სააგენტოთი, ეს არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური და ეს არის საქართველოს პროკურატურა.
„როდესაც ჩვენ დავიწყეთ გაძლიერებული ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, ჩვენ თავი მოვუყარეთ სწორედ ამ ორგანოებს. როდესაც ვიკრიბებოდით ხოლმე ამ თემასთან დაკავშირებით, როცა საქმე ეხებოდა კორუფციასთან ბრძოლას, იკრიბებოდა მთავრობის წარმომადგენლობა თავისი სამინისტროებით, პროკურატურა სუსი და აუდიტის სამსახური. ამ კონსტიტუციური ორგანოების ხელშია საბოლოო ჯამში ის ფუნქცია, რასაც ჰქვია ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ. შესაბამისად, არსებითად სისტემა რჩება იგივე, უბრალოდ ეს სისტემა აქაც შესაბამისობაში მოდის კონსტიტუციურ ჩარჩოსთან“, – განაცხადა ირაკლი მ.

ასევე დაგაინტერესებთ

რაც არ უნდა პოლიტიკური ინტერესი გქონდეს, როცა ხედავ, რომ შეიძლება 11 მილიარდი დააკარგვინო ქვეყნის ეკონომიკას, წელიწადში 700 მილიონი ლარი ქვეყნის ბიუჯეტს, 24 ათასი ადამიანი დარჩეს პოტენციური სამუშაო ადგილის გარეშე და მაინც აკეთებ ამას, ეს მარტო პოლიტიკური ინტერესით ვერ აიხსნება, ეს არის დავალება და დაკვეთა

პრემიერი მარტა კოსის განცხადებაზე – ევროპულ ბიუროკრატიაში პირდაპირ აღიარეს, რომ ეძებენ შავ არხებს ფულის გადმოსარიცხად, როცა შავ არხებს ეძებ, განზრახვაც შავი გაქვს, სახელმწიფო ბოლომდე ეცდება საკუთარი ინტერესების დაცვას

სწორედ წინა ხელისუფლების პირობებში გააფართოვა რუსეთმა თავისი ტერიტორიული წარმომადგენლობა საქართველოში ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაციის ხარჯზე, მათ შეისყიდეს სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები, შედეგებით უნდა ვიმსჯელოთ – წინა ხელისუფლების პოლიტიკა იყო სრულად მოღალატეობრივი, ჩვენ – ვიცავთ ეროვნულ ინტერესებს