სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 8.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 2.98 პროცენტული პუნქტით აისახა.
ფასები 18.4 პროცენტითაამომატებული თევზეულზე, ხილი და ყურძენი 15.0 პროცენტითაა გაძვირებული, პური და პურპროდუქტები – 14.3 პროცენტით, ყავა, ჩაი და კაკაო – 10.1 პროცენტით. ზეთი და ცხიმი 10.1 პროცენტით გაძვირდა, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 8.2 პროცენტით, ხორცი და ხორცის პროდუქტები – 7.6 პროცენტით, რძე, ყველი და კვერცხი – 7.0 პროცენტით. მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 6.1 პროცენტითაა გაძვირებული, ხოლო ბოსტნეული და ბაღჩეული – 0.1 პროცენტით.
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 7.0 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.56 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები 9.1 პროცენტით გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების, 9.0 პროცენტით საავადმყოფოების მომსახურების და 5.3 პროცენტით სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის ქვეჯგუფებზე.
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.4 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.28 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (7.3 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (1.3 პროცენტი).




