დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე: როცა იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს ამხელდა უსჯულოებაში… პოლიტიკა არის და არ უნდა ემხილა?

“როცა იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეს ამხელდა უსჯულოებაში… პოლიტიკა არის და არ უნდა ემხილა?
როცა თორნიკე ერისთავი ათონიდან წამოვიდა იმისთვის რომ ერს უჭირდა, არ უნდა დამდგარიყო იქ, სადაც დადგა, პოლიტიკის გამო?
როცა წმიდა მღვდელმთავარმა გაბრიელ ქიქოძემ, ეკლესიაში შესძახა რუს იმპერატორს, შესდექ რუსის ხელმწიფეო და რაც უთხრა, არ უნდა ეთქვა პოლიტიკა არისო?
როცა წმიდა ამბროსი ხელაიამ, გენუის კონფერენციას წერილი მისწერა და ამცნო კულტურულ კაცობრიობას, რა დღეში იყო ერი, არ უნდა ჩარეულიყო პოლიტიკაში?
80-იან წლებში, როცა ეროვნული მოძრაობის ავანგარდში, ალბათ 1 ან 2 სასულიერო პირი იდგა დისიდენტების გვერდით, არ უნდა დამდგარიყვნენ, პოლიტიკაში არ ვერევითო?
და ვინ მოსთვლის რამდენი ასეთი ამბავია ეკლესიის ისტორიაში… უბრალოდ კითხვებია…” – პასუხობს დეკანოზი კონსტანტინე პაიჭაძე დეკანოზ ალექსანდრე გალდავას არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილის “განკითხვაზე”.

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ