დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე პატრიარქის საახალწლო მილოცვაზე – რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე – მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი

პატრიარქის საახალწლო მილოცვასთან დაკავშირებით ზოგი ადამიანი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს იხსენიებს აუგად, ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, დეტალურ ახსნას ვერ დაიწყებს რიგი მიზეზების გამო, “უბრალოდ სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ არაფერი ამასთან არც მე პირადად და არც სამსახურს არ აკავშირებს”.
“ამასთანავე, რადგან ასეთი სახის დამონტაჟებული იყო, ვიდეო არ დევს ჩვენი სამსახურის გვერდზე. მიმაჩნია, მინიმუმ მითითებული უნდა ყოფილიყო, რომ ეს არის მონტაჟი და არა ორიგინალი”, – წერს ჯაღმაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მივესალმები ოპოზიციურ ალიანსს – ეს სტრატეგია უნდა გახდეს საფუძველი პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების ერთიანი ბრძოლისათვის – რეჟიმის ცვლილებისა და მშვიდობიანი გარდაქმნის უზრუნველსაყოფად

საგარეო უწყება – საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომელთა დაბრუნებასაც დროულად ვერ უზრუნველყოფენ შესაბამისი ავიაკომპანიები, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით შესრულდება სპეციალური რეისები