“დეილი”, “მაგნიტი”, “გვირილა”, “სპარი” და “იოლი” ერთ ჯგუფში ერთიანდება

საქართველოს კონკურენციის სააგენტომ გასცა თანხმობა შპს “დეილის” მიერ “რითეილ ინვესთმენთის”, ანუ “მაგნიტის” 100%-იანი წილის შესყიდვის თაობაზე – ამის შესახებ კონკურენციის სააგენტოს მიერ დღეს გამოქვეყნებული განცხადებიდან ირკვევა.