დეზინფორმაციის საშუალებით მიზანს მიაღწიეს, მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

მოხდა ჯახი პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის, რასაც დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს, – განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ.
„გადახედეთ ნებისმიერ განვითარებულ დემოკრატიას, დაპირისპირების დროს რა ხდება და როგორ ხდება, როგორ შავდებიან ადამიანები, მათ შორის დაშავებული პოლიციელების აი ეს რაოდენობა თუ არის სადმე. რეალობაში ხდება ის, რომ აი ამ დეზინფორმაციის საშუალებით მიაღწიეს მიზანს, რომ ჯახი მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის. აღარ უნდა აჰყვეთ ამ პროვოკაციებს. მოუწოდებენ ერთმანეთს იქნებ სისხლი დაიღვაროს, იქნებ ვინმეს სიცოცხლე შეეწიროს ამას, რაც გაზრდის კიდევ დაძაბულობას“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში