დევიდ ლემი – პუტინი აგრძელებს ცეცხლის შეწყვეტის გაჭიანურებას – გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! ვიცით, რასაც აკეთებ!

გაერთიანებულმა სამეფომ და საფრანგეთმა კონფლიქტის გახანგრძლივების მიზნით ში ცეცხლის შეწყვეტის მცდელობების გაჭიანურებაში დაადანაშაულეს.
„ჩვენი შეფასებაა, რომ პუტინი აგრძელებს გაბუნდოვანებას, აგრძელებს ფეხის თრევას“, – განუცხადა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ ბრიუსელში ჟურნალისტებს.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პუტინი უნდა დაეთანხმოს ცეცხლის შეწყვეტას, ის აგრძელებს უკრაინის დაბომბვას.
„ეს არის მშვიდობიანი მოსახლეობა. ეს არის ენერგომომარაგება. გხედავთ, ვლადიმერ პუტინ! ვიცით, რასაც აკეთებ!“ – აღნიშნა ლემიმ.
დევიდ ლემიმ ეს განცხადება მისი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჟან-ნოელ ბაროს სახელით გააკეთა, რომელიც ჟურნალისტებთან საუბრისას მის გვერდით იდგა.