ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწისა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორის, დევიდ კრამერის შეფასებით, სანქციების დაწესება ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა.
ეს განცხადება მან ამერიკის ხმასთან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, საქართველოში ამჟამინდელ სიტუაციაზე პასუხისმგებლობა ქართული ოცნებას, მთავრობასა და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.
“ხაზინა საქმეში ერთვება, როდესაც ფინანსური სანქციები წესდება. აქამდე სანქციებში მხოლოდ სახელმწიფო დეპარტამენტი იყო ჩართული და ის ვიზებს ეხებოდა, ახლა კი 4 ინდივიდუალურ პირს ფინანსური სანქციები დაუწესეს, 60-ს კი – სავიზო შეზღუდვები, ეს ამერიკის მთავრობის მიერ მიღებული ზომების მკვეთრი ესკალაციაა. […]
მოდით, ნათლად ვთქვათ, რომ პასუხისმგებლობა ახლანდელ სიტუაციაზე ქართულ ოცნებას, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება. მათ მიჰყავთ საქართველო არასწორი გზით, საუბრობენ გლობალური ომის პარტიაზე, ოპოზიციის აკრძალვაზე, მათ მიიღეს რუსული სტილის კანონი ენჯეობის წინააღმდეგ, ებრძვიან ლგბტქ+ თემს. ასე რომ, ამერიკა უბრალოდ ამას და ამერიკაზე, ამერიკელ სენატორებზე, კონგრესმენებზე, ამერიკის ყოფილ ელჩზე თავდასხმას პასუხობს და ამბობს, რომ საკმარისია!”, – ამბობს დევიდ კრამერი.