დევიდ კამერონი – ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს

ღაზაში ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი პირობა უნდა დაკმაყოფილდეს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გაკეთებასაც ჩვენ უნდა ვეცადოთ, არის ის, რომ ეს პაუზა მუდმივ, მდგრად ცეცხლის შეწყვეტად ვაქციოთ“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
„ჩვენ ამის გაკეთებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ბევრი პირობა დაკმაყოფილდება. ჩვენ „ჰამასის“ ლიდერები ღაზის სექტორიდან უნდა გამოვიყვანოთ და მათი ტერორისტული ინფრასტრუქტურა დავშალოთ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ასევე, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, იორდანიის გავლით ღაზაში 2 000 ტონაზე მეტი გაერთიანებული სამეფოს სასურსათო დახმარება შევიდა.

ასევე დაგაინტერესებთ