დევიდ კამერონი – უკრაინაში ომი ჩვენი თაობის ბრძოლას წარმოადგენს

უკრაინაში ომი ჩვენი თაობის ბრძოლას წარმოადგენს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა განაცხადა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი ჩვენი თაობის ბრძოლას წარმოადგენს, რომელიც მთელი კონტინენტის უსაფრთხოებას უქმნის საფრთხეს“, – განაცხადა კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის მიუხედავად, უკრაინაში ომს ყურადღება არ უნდა მოაკლდეს.
„ჩვენ ვიცით, რომ თუ პუტინს იქ არ გააჩერებენ, ის უფრო მეტისთვის დაბრუნდება და კულუარებში ამერიკის მტრები გაიხარებენ“, – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგო თევზაძე: ქოცებისთვის – სულ რომ სადარბაზოებში ჩაცხრილოთ ოპოზიცია ან/და წლებით გამოგვკეტოთ ყველა, თქვენი მომავალი გარკვეულია. თქვენზე ისტორიაც უკვე დაწერილია – მწამებლები, ჯალათები, ეროვნული ინტერესების გამყიდველები და ისტორიული შესაძლებლობის გამფლანგველები ხართ