მოსკოვის მახლობლად, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლზე“ მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით უკრაინისა და დასავლეთის სავარაუდო მონაწილეობის შესახებ რუსეთის ხელისუფლების ოფიციალური პირების მიერ გაკეთებულ განცხადებას დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ კამერონი გამოეხმაურა.
„რუსეთის განცხადებები დასავლეთისა და უკრაინის ჩართულობის შესახებ სრული სისულელეა“, – აცხადებს კამერონი.
კემერონის თქმით, დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს შეერთებული შტატების განცხადებებს, რომლებიც ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ პასუხისმგებლობა ამ ტერაქტზე მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოს“ ეკისრება.
შეგახსენებთ, 22 მარტს მოსკოვში, „კროკუს სითი ჰოლის“ საკონცერტო დარბაზში შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „კროკუს სითი ჰოლზე“ თავდასხმა ტერაქტად შეაფასა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულია 11 პირი.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 139-ს შეადგენს.