დევიდ კამერონი – მსურდა აქ, ისრაელში ჩამოვსულიყავი და თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა

მსურდა აქ ჩამოვსულიყავი და თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა ისრაელში ვიზიტისას განაცხადა.
„მე მსურდა აქ ჩამოვსულიყავი, რათა იმ თავდასხმების საშინელი ბუნება თავად მენახა, რომელიც თქვენ 7 ოქტომბერს განიცადეთ, ეს აბსოლუტურად საშინელია“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ კამერონი ღაზას საზღვრის მახლობლად მდებარე კიბუც ბეერს ესტუმრა.
„მე ტერორიზმს ვგულისხმობ, მშობლებს შვილების თვალწინ ესროდნენ, შვილებს კი მშობლების თვალწინ. მე მოვისმინე და ვნახე ის, რაც არასდროს დამავიწყდება და მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გავიგოთ“, – აღნიშნა ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დევიდ კამერონი დღეს ისრაელისა და პალესტინის ლიდერებს შეხვდება.

ასევე დაგაინტერესებთ

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსის, გიორგი ჯანიკაშვილის განცხადებით, სამსახურებრივი ფორმა სისხლით დაესვარა მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა თავის არეში ძლიერად მოხვდა, თუმცა „ტანსაცმელი სახლში მისვლის შემდეგ გარეცხა“