დევიდ კამერონი განმარტავს, რატომ არ შეუძლია დიდ ბრიტანეთს დრონების ჩამოგდებაში უკრაინასაც დაეხმაროს

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ს განცხადებით, დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალები უკრაინის თავზე დრონებს ვერ ჩამოაგდებენ, რადგან ეს კონფლიქტის ესკალაციას გამოიწვევს.
დევიდ კამერონმა განმარტა, თუ რატომ არ შეუძლია გაერთიანებულ სამეფოს, რომ ს მსგავსად, დრონების ჩამოგდებაში საც დაეხმაროს.
„ვფიქრობ, სირთულე იმაში მდგომარეობს, რომ თუ ევროპაში ომის გაფართოების თავიდან არიდება გსურთ, ერთადერთი, რაც თქვენ თავიდან უნდა აიცილოთ, ეს ნატო-ს ჯარებსა და ს ჯარებს შორის პირდაპირ შეტაკებაა. ეს ესკალაციის საფრთხე იქნება“, – განაცხადა დევიდ კამერონმა.
ასევე, დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ დრონებისა და რაკეტების ჩამოსაგდებად მოიერიშე თვითმფრინავების გამოყენება საუკეთესო მეთოდი არ არის და საჰაერო თავდაცვის სისტემები უფრო ეფექტურია, რაც უკრაინას ესაჭიროება, განსაკუთრებით Patriot-ის სისტემები, რომელიც დიდ ბრიტანეთს არ გააჩნია.