დედოფლისწყაროში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ავარია სოფელ დედოფლისწყაროში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სოფელ ზემო ქედიდან შირაქის მიმართულებით მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა ტრაქტორს შეეჯახა, რა დროსაც ავტომანქანის მძღოლი დაიღუპა, ტრაქტორში მყოფი მამა-შვილი კი დაშავდა.
როგორც “ინტერპრესნიუსს” -ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”