დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში 15 წლის გოგოს, სავარაუდოდ დენმა დაარტყა

დედოფლისწყაროს ცენტრალური პარკის ხელოვნურ ტბაში 15 წლის გოგოს, სავარაუდოდ დენმა დაარტყა.

არსებული ინფორმაციით, მოზარდი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა საბანაოდ, რის შემდეგაც იგი შეუძლოდ გახდა.

ცნობილია, რომ იგი თავდაპირველად დედოფლისწყაროს ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ექიმებმა მისი გულის ამუშავება შეძლეს, ხოლო შემდეგ იგი თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.