დედით ქართველი, მამით ინდოელი… – ახლოს გაიცანით ანასტასია ჯეირათი

გო­გო­ნამ უცხო გა­რეგ­ნო­ბით მა­ყუ­რებ­ლის ყუ­რა­დღე­ბა ეკ­რან­ზე გა­მო­ჩე­ნის­თა­ნა­ვე მი­იქ­ცია. ანას­ტა­სია ჯე­ი­რა­თი ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ოჯა­ხი­დან გახ­ლავთ, დედა – ქარ­თვე­ლია, მამა – ინ­დო­ე­ლი. ბავ­შვო­ბა მა­მის სამ­შობ­ლო­ში გა­ა­ტა­რა და სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად მე­ო­თხე კლა­სი­დან ჩა­მო­ვი­და.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ მხო­ლოდ 22 წლის არის და პრო­ფე­სი­ით ფსი­ქო­ლო­გია, ის უკვე გა­და­ი­ღეს სე­რი­ალ­ში “სტუ­მა­რი”, რო­მე­ლიც სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ზე გა­ვი­და. ახლა „რუს­თა­ვი 2“-ზე დი­ლის გა­და­ცე­მის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნია. ასე­ვე გა­ფორ­მე­ბუ­ლი აქვს სა­მო­დე­ლო კონ­ტრაქ­ტი რამ­დე­ნი­მე უცხო­ურ სა­ა­გენ­ტოს­თან.

უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა, ფო­ტოგ­რა­ფია, ცეკ­ვა და ყვე­ლა­ფე­რი ის, რაც მის ცხოვ­რე­ბას უფრო შთამ­ბეჭ­დავს და სა­ინ­ტე­რე­სოს გახ­დის…

– ჩემი მშობ­ლე­ბი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რობ­დნენ, მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე, რე­ლი­გი­ით ქრის­ტი­ა­ნი ვარ. მყავს უმ­ცრო­სი ძმა, ან­დრია, 17 წლის. მე­სა­მე კლა­სამ­დე ბაღ­შიც და სკო­ლა­შიც ინ­დო­ეთ­ში დავ­დი­ო­დი, მე­ო­თხე კლას­ში უკვე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვსწავ­ლობ­დი. თუმ­ცა, ზა­ფხუ­ლო­ბით და ახალ წლებ­ზე სულ თბი­ლის­ში მოვ­დი­ო­დით. რომ ჩა­მო­ვი­დო­დი, ბე­ბოს უკვე მო­ძი­ე­ბუ­ლი ჰყავ­და მას­წავ­ლებ­ლე­ბი, რომ ქარ­თულ სკო­ლას და პროგ­რა­მას არ ჩა­მოვ­რჩე­ნო­დი. ასე­ვე ბავ­შვო­ბი­დან დავ­დი­ო­დი ქარ­თულ ცეკ­ვა­ზე, თეა დარ­ჩი­ამ შე­მაყ­ვა­რა ქარ­თუ­ლი ცეკ­ვა.

ახ­ლაც ხში­რად მივ­დი­ვართ ოჯა­ხი ინ­დო­ეთ­ში, ბე­ბია-ბა­ბუ­ას, ნა­თე­სა­ვე­ბის სა­ნა­ხა­ვად. ძა­ლი­ან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს მათ­თან და ძა­ლი­ან მიყ­ვარს ყვე­ლა. მა­მი­დაშ­ვი­ლე­ბი ჩემი ასა­კის არი­ან და ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ. წელ­საც ვი­ყა­ვით დე­კემ­ბერ­ში, ახალ წელს იქ შევ­ხვდით. სხვა­დას­ხვა შტატ­ში ვი­მოგ­ზა­უ­რეთ და და­ვათ­ვა­ლი­ე­რეთ მა­მას მე­გობ­რებ­თან ერ­თად. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მიყ­ვარს ინ­დო­ე­თი, სა­ო­ცა­რი ქვე­ყა­ნაა თა­ვი­სი კულ­ტუ­რით.

– რით იყო გა­მორ­ჩე­უ­ლი ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ო­დი და თუ იყო რა­ი­მე სა­ხის დის­კომ­ფორ­ტი შენ­თვის?

– სა­ქარ­თვე­ლო და ინ­დო­ე­თი კულ­ტუ­რუ­ლად ძა­ლი­ან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბია, მაგ­რამ ამავდრო­უ­ლად სა­ერ­თოც ბევ­რი აქვთ. თუმ­ცა, ამის გამო დის­კომ­ფორ­ტი არა­სო­დეს შემ­ქმნია – პი­რი­ქით ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ორ ასეთ კულ­ტუ­რას­თან მაქვს მჭიდ­რო კონ­ტაქ­ტი. ჩემი ცხოვ­რე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო გა­ხა­და ამ ფაქ­ტმა. აქ რომ გად­მო­ვე­დით სა­ცხოვ­რებ­ლად, ყვე­ლას ძა­ლი­ან უკ­ვირ­და ჩემი გვა­რი და შემ­დეგ ინ­ტე­რეს­საც გა­მო­ხა­ტავ­დნენ, მე ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი და დე­დას ვე­კი­თხე­ბო­დი, თუ რა­ნა­ი­რად ხვდე­ბოდ­ნენ, რომ გვა­რი არ იყო ქარ­თუ­ლი (იცი­ნის).

– მშობ­ლებ­მა სად გა­იც­ნეს ერ­თმა­ნე­თი?

– დედა და მამა პრო­ფე­სი­ით ექი­მე­ბი არი­ან, სტო­მა­ტო­ლო­გე­ბი. ერ­თმა­ნე­თი წლე­ბის წინ მოს­კოვ­ში გა­იც­ნეს, ორი­ვე იქ სწავ­ლობ­და სა­მე­დი­ცი­ნო­ზე.

– ქარ­თვე­ლე­ბი ინ­დურ კულ­ტუ­რას ძი­რი­თა­დად სე­რი­ა­ლე­ბი­დან და ფილ­მე­ბი­დან ვიც­ნობთ. ისე­თი შეგ­რძნე­ბა მაქვს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში სულ დღე­სას­წა­უ­ლია.

– კი, ასეა, ხალ­ხიც ძა­ლი­ან თბი­ლია, უამ­რა­ვი ტრა­დი­ცია და დღე­სას­წა­უ­ლი აქვთ, ამით ძა­ლი­ან გა­მო­ირ­ჩე­ვა ეს ქვე­ყა­ნა. ასე­ვე თა­ვი­სი კერ­ძე­ბით, ფე­რე­ბით, სა­ჩუქ­რე­ბით, ერ­თმა­ნეთ­თან სტუმ­რო­ბით. ხში­რად აღ­ნიშ­ნა­ვენ დღე­სას­წა­უ­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად რე­ლი­გი­უ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ დი­ვა­ლი­სა და ჰო­ლის დღე­სას­წა­ულს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­შიც ცნო­ბი­ლია, ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხში­რად ჩავ­დი­ვართ, მა­ინც ყო­ველ ჯერ­ზე ისე ვგრძნობ თავს, თით­ქოს პირ­ვე­ლად ჩა­ვე­დი, უზო­მოდ სა­ინ­ტე­რე­სო და უცხო ქვე­ყა­ნაა. სა­ქარ­თვე­ლო­ში, სე­რი­ა­ლე­ბი­და­ნაც ბევ­რი იც­ნობს ინ­დო­ეთს, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლად არის ნაჩ­ვე­ნე­ბი (იცი­ნის).

– ინ­დო­ე­ლი ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი თუ გან­სხვავ­დე­ბი­ან ქარ­თვე­ლის­გან.

– ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი ძი­რი­თა­დად ერ­თნა­ი­რი აქვთ. ასეა დე­დას და მა­მას შო­რი­საც.

– იქაც ასე კარ­გად გვიც­ნო­ბენ ქარ­თვე­ლებს, რო­გორც ჩვენ ვიც­ნობთ?

– ინ­დო­ეთ­შიც იცი­ან სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ, მაგ­რამ მე ინ­ტერ­ნა­ცი­ო­ნა­ლურ სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. ჩემს კლას­ში იყ­ვნენ პო­ლო­ნე­ლი, იტა­ლი­ე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, ასე­ვე აზი­ის ქვეყ­ნე­ბი­დან. მხო­ლოდ ხუთი ბავ­შვი იყო ინ­დო­ე­ლი ჩემს კლას­ში. ამის გამო, სკო­ლა­ში კულ­ტუ­რუ­ლად დიდი სხვა­ო­ბა არ იგ­რძნო­ბო­და.

– თქვენ­ში რა არის უფრო ინ­დუ­რი და ქარ­თუ­ლი?

– ინ­დო­ე­ლე­ბი გან­სხვავ­დე­ბი­ან თა­ვი­ან­თი ლო­ი­ა­ლო­ბით და სირ­თუ­ლე­ე­ბის მარ­ტი­ვად გა­და­წყვე­ტით, ქარ­თვე­ლე­ბი უფრო მე­ტად ემო­ცი­უ­რე­ბი ვართ (იცი­ნის). ხა­სი­ა­თით არ ვიცი, რო­მე­ლი უფრო ვარ, ეს ალ­ბათ, სხვამ უნდა შე­ა­ფა­სოს.

– მამა რო­გორ შე­ეჩ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბას?

– თა­ვი­დან რთუ­ლი იყო მის­თვი­საც, ისე­ვე რო­გორც დე­დას­თვის ინ­დო­ეთ­ში ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ ორი­ვე შე­ე­გუა. ახლა მამა უკვე დიდი ხა­ნია აქ ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, შე­სა­ბა­მი­სად უცხოდ აღარ გრძნობს თავს, ამა­ში დიდი წვლი­ლი მის­მა კო­ლე­გებ­მა, ოჯა­ხის წევ­რებ­მა და მე­გობ­რებ­მა შე­ი­ტა­ნეს, რაც ძა­ლი­ან და­სა­ფა­სე­ბე­ლია.

– ანას­ტა­სია, პრო­ფე­სი­ით ვინ ხარ?

– ერთი კვი­რაა უნი­ვერ­სი­ტე­ტი, ფსი­ქო­ლო­გი­ის ფა­კულ­ტე­ტი და­ვამ­თავ­რე. სა­ინ­ტე­რე­სო იყო ფსი­ქო­ლო­გი­ის სწავ­ლა და ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით. მა­გის­ტრა­ტუ­რა­ზე წას­ვლას ვგეგ­მავ და სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბას უცხო­ეთ­ში.

– პო­პუ­ლა­რო­ბა რო­დის მო­ვი­და?

– (იცი­ნის) არ ვფიქ­რობ ეგრე, ასე ვერ აღ­ვიქ­ვამ სა­კუ­თარ თავს, ზოგი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან მიც­ნობს, ზო­გიც სე­რი­ა­ლი­დან, ზოგი რო­გორც მო­დე­ლი. ცოტა ხნის წინ, კი­დევ ერთ ფილმში გა­და­მი­ღეს, რო­მე­ლიც ინ­დო­ეთ­ში და ამე­რი­კა­ში გავა. ის ფაქ­ტი, რომ ინ­დო­ეთ­ში შეძ­ლე­ბენ ჩემი ნა­თე­სა­ვე­ბი უყუ­რონ ჩემი მო­ნა­წი­ლე­ო­ბით ფილ­მს, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. სა­მო­დე­ლო და სამ­სა­ხი­ო­ბო სფე­რო ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო აღ­მოჩ­ნდა. დე­დამ შე­მიყ­ვა­ნა „ლუქ მო­დელსში“, მისი იდეა იყო სა­ა­გენ­ტო­ში მის­ვლა. ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად ვარ ჩარ­თუ­ლი გა­და­ღე­ბებ­ში, უნი­ვერ­სი­ტე­ტიც ხელს აღარ მიშ­ლის.

ახ­ლა­ხან ვი­ყა­ვი წა­სუ­ლი იტა­ლი­ა­ში რო­გორც მო­დე­ლი და თვე­ნა­ხე­ვა­რი იქ ვი­ცხოვ­რე. ასე­თი სა­ა­გენ­ტოა „ნექსთი“ მათ­თან მაქვს ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ფორ­მე­ბუ­ლი. ასე­ვე ინ­დურ და გერ­მა­ნულ სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ვე­ლო­დე­ბი ინ­დო­ეთ­ში ჩას­ვლას და იქა­ურ გა­და­ღე­ბებს. აქამ­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტის გამო ბევ­რს ვერ ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და ამის გამო რა­ღა­ცე­ბი გა­დავ­დე.

– ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში რო­გორ მოხ­ვდი?

– თა­ვი­დან ეი­ჩა­რად ვმუ­შა­ობ­დი „რუს­თა­ვი 2“-ზე, მა­შინ პირ­ველ კურ­სზე ვი­ყა­ვი და სტა­ჟი­რე­ბის გავ­ლა მინ­დო­და, დე­დას უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი და­მეხ­მა­რა და ძა­ლი­ან ხელს მი­წყობ­და სწავ­ლა შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. ერთ დღეს დი­ლის გა­და­ცე­მის პრო­დი­უ­სერ­მა, ლი­კამ და­მი­რე­კა, რომ გავ­სა­უბ­რე­ბო­დი, გა­ვი­ა­რე ჟურ­ნა­ლის­ტი­კის სტა­ჟი­რე­ბა და ასე აღ­მოვ­ჩნდი დი­ლის გა­და­ცე­მა­ზე „დილა მშვი­დო­ბი­სა სა­ქარ­თვე­ლო“. უზო­მოდ მად­ლი­ე­რი ვარ ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის, ვინც წვლი­ლი შე­ი­ტა­ნა ჩემს კა­რი­ე­რა­ში, რომ პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­მედ­გა და სა­კუ­თა­რი თავი სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მე­ცა­და. ძა­ლი­ან გა­მი­მარ­თლა, რომ სწორ დროს სწო­რი ადა­მი­ა­ნე­ბი მხვდე­ბი­ან ცხოვ­რე­ბა­ში და გვერ­დში მიდ­გა­ნან.

– იმ­დენ სფე­რო­ში ხართ, რომ ვფიქ­რობ, ჯერ კი­დევ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ხართ?

– დიახ ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში ვარ , 22 წლის ვარ და ზოგი მე­უბ­ნე­ბა რომ ჯო­ბია ერთ მი­მარ­თუ­ლე­ბას გავ­ყვე, თუმ­ცა ვფიქ­რობ ჯერ მაქვს იმის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა, ბევ­რი რამე მოვ­სინ­ჯო, რად­გან ერ­თმა­ნეთს ხელს არ უშ­ლის – პი­რი­ქით ეხ­მა­რე­ბა. ახლა უნი­ვერ­სი­ტე­ტის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს ის გეგ­მე­ბი გა­ვაგ­რძე­ლო, რა­საც ვერ ვა­ხორ­ცი­ე­ლებ­დი. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ფო­ტოგ­რა­ფია და მინ­და უფრო მეტი დრო და­ვუთ­მო მას, ასე­ვე ვსწავ­ლობ ენებს. არ გა­მოვ­რი­ცხავ სხვა პრო­ფე­სი­აც რომ ვცა­დო ცოტა ხან­ში, ამას უკვე ალ­ბათ დრო მიჩ­ვე­ნებს. ორი ქვეყ­ნის არ­სე­ბო­ბას, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მეტი ფერი შე­მო­აქვს.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ