დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია – კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თბილისი ახალ წელს კიდევ უფრო ლამაზად და გამორჩეულად შეხვდეს.
როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით კი საახალწლო დღეებში.
„უკვე ტრადიციად იქცა, რომ ჩვენი ულამაზესი დედაქალაქი საახალწლოდ კიდევ უფრო ლამაზი და გამორჩეული იყოს. დედაქალაქში საახალწლო სამზადისი დაწყებულია. შეამჩნევდით, რომ ქუჩები უკვე ირთვება ილუმინაციებით. 30-ზე მეტ ქუჩაზე დამონტაჟდა საახალწლო განათებები და ეს პროცესი გრძელდება. ძალიან მნიშვნელოვანია საახალწლო ღონისძიებები. უამრავი ადამიანი ელოდება ამ დღეებს. რასაკვირველია, როგორც ყოველთვის, წელსაც გვექნება სიახლეები. თბილისის მთავარი გამზირი – რუსთაველი დეკემბრის დასაწყისში მოირთვება ახალი განათებებით და ვფიქრობ, ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეყოლება. ბოლო წლების განმავლობაში, თბილისი ძალიან საინტერესო გახდა უცხოელი ტურისტებისთვის, განსაკუთრებით საახალწლო დღეებში. ლამაზია საახალწლო სოფელი და ეს ტრადიცია წელსაც გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა კიდევ უფრო მეტი მნახველი ყავდეს ჩვენს ქვეყანას და ქალაქს“, – განაცხადა მ.
მისივე თქმით, დედაქალაქი 2024 წელს ახალი მთავარი ნაძვის ხით შეხვდება, ვინაიდან გასულ წელს საახალწლო ნაძვის ხეს ფოიერვერკის გასროლის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა და დაზიანდა.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 15 დეკემბერს აინთება, 16 დეკემბერს კი „საახალწლო სოფელი“ გაიხსნება.
„საახალწლო სოფელი“ წელს განთავსდება ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღში. ეს ორი ადგილი იქნება, სადაც საახალწლო დღეებში შეგვეძლება ჩვენი პატარებით მისვლა. შესაბამისი სივრცე მოეწყობა ყველა თაობის ადამიანისთვის. რაც შეეხება გალაკონცერტს, ყველა მსურველს რესპუბლიკის მოედანზე 31 დეკემბერს ვუმასპინძლებთ. გპირდებით, რომ ჩვენი ქალაქი წელს ძალიან ლამაზი იქნება და ბევრი ადამიანი ისიამოვნებს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება