დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება

დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე აინთება, – ამის შესახებ თბილისის მერმა მ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
მანვე მოქალაქეები საზეიმო ცერემონიაზე დასასწრებად მოიწვია.
„აქტიურ სამუშაოებს ვაწარმოებთ პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც განთავსდება მთავარი ნაძვის ხე და „საშობაო სოფელი“. ყველაფერს ვაკეთებთ, შევქმნათ საახალწლო გარემო და იქ მისულს, დიდს თუ პატარას, შეექმნას განწყობა. გეპატიჟებით ყველას, მობრძანდით 12 დეკემბერს, 20:00 საათზე, პირველი რესპუბლიკის მოედანზე, სადაც დედაქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ერთად ავანთებთ“, – განაცხადა მ.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ინდუსტრია „სიცოცხლისა და სიკვდილის“ წინაშე დგას. ჩინეთის უზარმაზარი სავაჭრო პროფიციტი „საკუთარ მომხმარებლებს კლავს“ – ევროპული ბაზარი იაფი ექსპორტით აქვს დატბორილი – ემანუელ მაკრონი