დედაქალაქის მერი კახა კალაძე ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო

დედაქალაქის მერი ახალგაზრდული პოლიტიკის ხედვის პრეზენტაციას დაესწრო.
ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ახალი ხედვა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრ სთან ერთად წარუდგინა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტისა და განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს თანამშრომლობა გრძელდება, კონკრეტული მიმართულებების მხარდაჭერა დედაქალაქის მერიის მხრიდან მომავალშიც გაგრძელდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ თანამშრომლობას განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროსთან. ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდობის მიმართულება და ა მხრივ რამდენიმე სიახლეს გამოვყოფდი, რაც ვფიქრობ, დიდი ინტერესის საგანი იქნება ახალგაზრდებისთვის – საგრანტო პროგრამები, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის. ინდივიდუალურად განსაზღვრულია თანხა 15 000 ლარის ოდენობით, ხოლო ორგანიზაციებისთვის 100 000 ლარი იქნება საგრანტო თანხის მოცულობა. ეს მისცემს ახალგაზრდებს იმის შესაძლებლობას, რომ თავიანთი იდეების რეალიზება შეძლონ სხვადასხვა პროექტის სახით.
რაც შეეხება ახალგაზრდულ ფესტივალს, ის მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდება და მუნიციპალიტეტი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს მასში. საკმაოდ საინტერესო პროგრამებს და პროექტებს ვახორციელებთ ამ მიმართულებით და მომავალშიც გავაგრძელებთ თანამშრომლობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
როგორც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, 2024 წელს სამინისტრო ახალგაზრდებს შესთავაზებს მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალს, რომელშიც საქართველოს ყველა უნივერსიტეტიდან 25 000-მდე სტუდენტი ჩაერთვება.
მისივე თქმით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ახალგაზრდობის სააგენტოსთან ერთად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ თემატურ საგრანტო კონკურსს გამოაცხადებს, რომელიც საქართველოში მცხოვრები პრაქტიკულად ყველა ახალგაზრდისთვის, მათი საინტერესო, შემოქმედებითი იდეების თუ პროექტების განხორციელების უნიკალური შესაძლებლობა იქნება.

ასევე დაგაინტერესებთ