დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, თბილისში 8 ინფრასტრუქტურული პროექტის დაწყება იგეგმება.
გარდა ამისა, როგორც „ინტერპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, დასასრულს უახლოვდება ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც მაისში დასრულდება.
„მიმდინარე წელს დაგეგმილია შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება: 1. უნივერსიტეტი-ქავთარაძის ქუჩების დამაკავშირებელი გზა-გვირაბის მშენებლობა; 2. წყნეთის გზატკეცილის დასაწყისიდან (ვაკის სასაფლაოს შესასვლელთან) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გზის რეაბილიტაცია და გაფართოება; 3. წყნეთის გზატკეცილის N6 -დან სიკო დოლიძის ქუჩამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 4. წყნეთის გზატკეცილზე, სიკო დოლიძის ქუჩიდან ბაგების ხიდის კვანძამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია; 5. მიხეილ თამარაშვილის გამზირისა და ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილის კვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა; 6. 9 აპრილის (ყოფილი ჩიტაძის) ქუჩის რეაბილიტაცია, ინგოროყვას ქუჩის და რუსთაველის გამზირის მონაკვეთში; 7. სამგორის რაიონში, ემირ ბურჯანაძის ქუჩის რეაბილიტაცია და 8. სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაცია“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – კოლეგებთან ერთად, მე დღეს შირაქის ველზე ვარ, ოპოზიციიდან კი გახარია ბერლინშია, „ნაცები“ ლონდონში, ზოგი ბრიუსელში, ზოგი სად, მაგრამ არ არიან ქართველ ხალხთან – უნდათ, კომფორტში, ასფალტზე იყვნენ

ახმედ ალილი – აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის