დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა

დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სოფელ ვაზიანის მე-2 საჯარო სკოლაში გამწვანების აქცია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას ს მთავრობა ავრცელებს.
ინფორმაციის თანახმად, აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მიიღეს.
„აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს ინიციატივით და იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის მხარდაჭერით, გარდაბნის რაიონის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამწვანების აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილეობა, როგორც აფხაზეთიდან დევნილმა მოზარდებმა, ასევე ადგილობრივმა მაცხოვრებლებმაც მიიღეს.
პარალელურად კი, ბიბლუსმა „წიგნიერების გამავრცელებელ საზოგადოებასთან“ ერთად სკოლის ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე ხაბეიშვილზე: რაც არ უნდა მიუღებელი იყოს პოლიტიკოსი, მისი დაზიანებული სახის ყურება უსიამოვნოა – არ ვამართლებ რაც ვნახე, მაგრამ პოლიციელებიც ადამიანები არიან, ვაჟკაც ბიჭებს დედის სისხლს რომ აგინებენ, როგორი მოსათმენია?