დებატის პასუხად წერილი და კითხვები, რომლებზეც პასუხი “ქართულმა ოცნებამ” ისედაც იცის – რა მიიღო გახარიამ ივანიშვილის გამოწვევის სანაცვლოდ

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერის და ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მხრიდან “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ს დებატებში გამოწვევას პარტიის თავმჯდომარემ, მ უპასუხა. ირაკლი ვრცელ სტატუსში წერს, რომ ექსპრემიერის მიმართ მათ კითხვები აღარ დარჩათ და გახარიას მიმართვა აბსურდულია. განმარტავს, რომ ყველა შეკითხვა ერთადერთი პასუხით იხსნება – გახარია მოღალატეა და ამას მტკიცება არ სჭირდება.
“ქართულ ოცნებას” ამჯერადაც გახარიას თანაპარტიელები პასუხობენ, თავად კი მედიასთან ისევ არ ჩნდება. მის გუნდში არ პასუხობენ შეკითხვებს გახარიას პოლიტიკურ წარსულზე. ირწმუნებიან, რომ მათი ლიდერი ყველაფერზე სწორედ დებატების ფორმატში ისაუბრებს.
რატომ არ საუბრობს გახარია პოლიტიკურ წარსულზე და ამ ფონზე რა აქვს სადებატო ბიძინა ივანიშვილთან? – ამ საკითხით ოპოზიციაც ინტერესდება. ხელისუფლების ოპონენტებს ექსპრემიერთან არაერთ საქმეზე აქვთ კითხვები. მათ შორის იმაზეც, რთულ სიტუაციაში რატომ მიატოვა საკუთარი გუნდი. გახარიას გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი რომ სწორედ ს დაკავება იყო, ამას “ნაციონალურ მოძრაობაშიც” არ უარყოფენ, თუმცა მასთან ალიანსს ისევ არ ადასტურებენ. ხაბეიშვილის გუნდს გახარიასგან განმარტების მოსმენა 20 ივნისთან დაკავშირებით სურს, მაგრამ ამ საქმეში მხოლოდ მის პერსონალურ პასუხისმგებლობაზე არ საუბრობენ.
გიორგი გახარიას სათქმელი რომ არაფერი აქვს, ეს დღეს კიდევ ერთხელ თქვეს მმართველ გუნდში. “ქართულ ოცნებაში” მიაჩნიათ, რომ გახარიას, როგორც პოლიტიკოსს, თავისივე წარსულიდან გამომდინარე, პერსპექტივა არ აქვს და ბიძინა ივანიშვილის გამოწვევით გარკვეული ავტორიტეტის შექმნას ცდილობს.
გიორგი გახარიამ ბიძინა ივანიშვილი საჯარო დებატებში ორი დღის წინ გამოიწვია, თუმცა შეთავაზება არა რომელიმე მედიით, არამედ პირადი კამერით ჩაწერილი მიმართვით გააკეთა. ჩანაწერი პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

ასევე დაგაინტერესებთ

არ შეიძლება, ერთი ხელით არღვევდე საარჩევნო პრინციპებს და მეორე მხრივ, როგორც „ობიექტური დამკვირვებელი“ გვიფასებდე არჩევნებს, ასეთ ადამიანებთან შეხვედრას არავითარი ფასი და აზრი არ აქვს ევროპელი დეპუტატების დელეგაციის წევრების ნახევარი ჩართული იყო საქართველოში წინასაარჩევნო აგიტაციაში