პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
რეჟიმის ბუნება ერთ კადრში მოყოლილი… ბევრ მძიმე კადრს შორის 2024 წლის 6 დეკემბრის ეს კადრი – ქართველი დედა მუხლებზე დაჩოქილი კაციჭამია სპეცრაზმელების წინაშე – თვალებიდან არ ამომდის. “ჩემი შვილია” – განწირული ხმით მტირალი დედა, რომელიც ქვეყნის თავისუფლებისთვის აქციაზე გამოსული შვილის დახსნას ცდილობდა ![]()
. (ვიდეო პირველ კომენტარში
)
მოქალაქეების ცემასთან, დასახიჩრებასთან და შეურაცხყოფასთან ერთად აკრძალული მომწვავლელი ქიმიური ნივთიერებებიც იყო დიდი ალბათობით გამოყენებული და ამ საქმეზე “ქართული ოცნების” მიერ 5 დღეში ჩატარებული ე.წ. გამოძიების შემდეგ (საკითხი დახურულია ამითო რომ განგვიცხადეს) დამატებითი კითხვები გაცილებით მეტი გაჩნდა, ვიდრე ოდესმე იყო და ეს კითხვები მოითხოვს პასუხებს!
სრულად უნდა გასაჯაროვდეს ინფორმაცია ნოემბერ-დეკემბრის პერიდში თბილისში, აქციების დაშლის დროს, გამოყენებული ყველა ქიმიური ნივთიერების თაობაზე, რომლებმაც, პროტესტის მონაწილეებს და რუსთაველის გამზირზე და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს შორის მძიმე ჯანმრთელობის დაზიანებები გამოიწვია. საუბარია სუნთქვის მწვავე დარღვევებზე, სასუნთქი გზების და კანის დამწვრობებზე, მხედველობის გაუარესების შემთხვევებზე, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანებასა და სხვა მძიმე ჯანმრთელობის პრობლემებზე, რომლებიც საჭიროებს სწორ და გადაუდებელ მკურნალობას გამოყენებული მომწამვლელი ნივთიერების ბუნების შესაბამისად.
ხვალ 19:00 საათზე ფილარმონიდან შაბათის ტრადიციულ საპროტესტო მარშზე კიდევ ერთხელ დავსვამთ ამ კითხვებს!
რით დაგვწამლეთ?! ჩატარდეს საერთაშორისო გამჭვირვალე გამოძიება!
#თავისუფლებარეჟიმისტყვეებს




