პოლიტიკოსი დეა მეტრეველი:
ქართული კულტურის დიდი ქომაგი და მხარდამჭერი, უზომოდ ნიჭიერი ბიზნესმენი თემურ უგულავა გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახს, კოლეგებს ამ დიდ დანაკლისს.
მრავალი ინოვაციური და ექსპერიმენტული პროექტის განვითარებით მან თბილისს და საქართველოს არაერთ რეგიონს სრულებით ახალი სიცოცხლე და ენერგია შთაბერა. შექმნა ხარისხის და გემოვნების უმაღლესი სტანდარტი, საოცარი ურბანული კონცეფციებით ჩვენი საზოგადოების ცხოვრების წესი განსაზღვრა.
თანამედროცე თბილისის სამარკო ნიშანი იყო ფაქტობრივად ყველა მისი იდეა და პროექტი.
უზომოდ სამწუხაროა ასეთ ახალგაზრდა ასაკში ენერგიით და იდეებით სავსე ამ მასშტაბის ვიზიონერი ადამიანის წასვლა.



