“და უმადურს კიდევ მე მეძახდით?” – ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა “კვარაზე” ისაუბრა

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჟოზე ალტაფინმა Radio Marte-სთან ინტერვიუში ს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ალტაფინი სხვადასხვა დროს “პალმეირასის”, “მილანის”, “ნაპოლისა” და “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა.
ბრაზილიელი “ბებერ ქალბატონს” 1972 წელს, “პარტენოპეიდან” შეუერთდა და ამის გამო ფანები წლების განმავლობაში აკრიტიკებდნენ.
“ხვიჩამ უმადურობა გამოიჩინა, აი ის არის უმადური და არა მე, რასაც წლების განმავლობაში “ნაპოლის” ფანები მეძახდნენ. კარგად მახსოვს, რომ “პარტენოპეის” ჩემთან კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურდა, ხვიჩას კი ახალი ხელშეკრულება შესთავაზეს.
“ნაპოლი” ამჟამად მშვენივრად გამოიყურება. “ატალანტას” წინააღმდეგ გასვლაზე მოგება მარტივი საქმე არ არის. მათი
რამდენიმე მოთამაშე კი აშკარად ფორმის პიკშია.
ის ფეხბურთელები, რომლებიც “კვარას” შესაძლო შემცვლელებად სახელდებიან, “ნაპოლიმ” ერთი მათგანის ყიდვა მაინც რომ მოახერხოს, გუნდი აუცილებლად გაძლიერდება, მაგრამ ნერეში ახლაც ჩინებულ ფორმაშია და უამრავ შანსს ქმნის”, – განაცხადა ალტაფინმა.
წადი ბიძია და შენი მსგავსები გააკრიტიკე. შენ არ გიფორმებდენ კონტრაქტს ალბათ იმის გამო რომ არაფრად არ ვარგოდი,შემახსენე აბა სკუდეტო ვინ მოიგო? შენ თუ კვარამ? რაც შეეხება კვარას კონტრაქტს მათი მომადლებული 6 მილიონი გაიკეთოს ლავრენტამ ერთ ადგილას. ტიპმა 3 წელი იმ ხელფასზე ირბინა რასაც შენ 1972 წელს ღებულობდი და კიდევ კვარაა უმადური?
პ.ს. მივმართავ კვარას. ასეთ სი..ბს არ მოუსმინო და აკეთე ის რაც ყველაზე მეტად გამოგდის. დაადუმე ყველა უმადური და ენატლიკინა. ოქროს ბურთზე უნდა გაიწიო მომავალში