გუშინ, ღამით, “პარი სენ ჟერმენმა” “ნაპოლიდან” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. “კვარამ” დედაქალაქურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი.
მოგეხსენებათ, ხვიჩამ “პარტენოპეის” ქომაგებისთვის გამოსამშვიდობებელი ვიდეომიმართვა ჩაწერა, მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ერთ დღეს “ნაპოლის” დატოვების მიზეზზე გულწრფელად ისაუბრებდა.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი Il Mattino-ს ჟურნალისტმა ფრანჩესკო დე ლუკამ გააკეთა.
“ჩემი აზრით, უფრო ძვირად უნდა გაყიდულიყო. ის იყო ერთადერთი, ვინც კლუბზე ზეწოლას ახდენდა, რომ წასულიყო. მაგრამ მომავალზეც უნდა ვიფიქროთ, “ნაპოლის” მნიშვნელოვანი მოთამაშეები ხშირად ტოვებდნენ, მაგრამ მათ სხვები ანაცვლებდნენ.
არ ვიცი ხვიჩას
რისი ახსნა სურდა, მისმა აგენტმა მინიშნება გააკეთა, რომ ბიჭს დიდი თანხის გამომუშავება და “ნაპოლიდან” ზაფხულშივე წასვლა სურდა. თუ “კვარამ” გადაწყვიტა მოგვიყვეს ისეთი რამ, რაც არ ვიცოდით, მაშინ მოვუსმენთ. მაგრამ რა დარჩა სათქმელი? კონტესა და კლუბის მენეჯმენტის გაკრიტიკებას არ ვაპირებ”, – განაცხადა დე ლუკამ.