“დახვდი კობახიძეს” – ხვალ, 09:00 საათზე თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებმა აქცია დააანონსეს

ხვალ, 25 მაისს, 09:00 საათზე სტუდენტები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან შეიკრიბებიან, სადაც პრემიერმინისტრმა ირაკლი მ ლექცია უნდა გამართოს.
“დახვდი კობახიძეს” – ამ სახელწოდებით აქცია სტუდენტურმა მოძრაობა “ნაბიჯმა” და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა დააორგანიზეს.
“არა რუსულ კანონს! არა რუსულ რეჟიმს!”, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.
გასულ კვირას, თსუ-ში კობახიძის ლექციის პარალელურად, სტუდენტებს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ.
სტუდენტები თსუ-ის მეორე კორპუსთან მისულები იყვნენ, რათა მშვიდობიანი პროტესტი გამოეხატათ და სირცხვილის კორიდორი გაეკეთებინათ. თუმცა მათ პროსახელისუფლებო აგრესიული ჯგუფი დაუპირისპირდა, იყო ფიზიკური დაპირისპირება, შეურაცხყოფა და მუქარა.
უნივერსიტეტის დატოვების დროს მ ჟურნალისტებს კითხვებს არ უპასუხა და არც თავდასხმა დაგმო.