დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან 5 მედლით დაბრუნდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ-დაშავებული სამხედროების გუნდი შოტლანდიიდან წარმატებული ასპარეზობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა. ქართველმა სამხედრო პარასპორტსმენებმა რთულ რელიეფზე მარშირებაში 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
სამხედრო პარასპორტსმენებს 24 საათის განმავლობაში 88 კილომეტრი მანძილი ჰქონდათ დასაძლევი. სპორტულ შეჯიბრებაში ქართველების გარდა, დიდი ბრიტანეთის, ამერიკის, ავსტრალიის, ბულგარეთის, საფრანგეთის, იტალიის, პოლონეთის, ესპანეთისა და უკრაინის სამხედროებმა, ვეტერანებმა და სამოქალაქო პირებმა მიიღეს მონაწილეობა.
სპორტული ღონისძიება, Allied Forces Foundation-ის (მოკავშირე ძალების ფონდი) ეგიდით, ქალაქ პერზირში გაიმართა. მსგავსი ღონისძიებები პარასპორტსმენების თვითშეფასების ამაღლებას ისახავს მიზნად და გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას იძლევა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ