დაწესებული სანქციების მიუხედავათ, ტვირთბრუნვა რუსეთის ნავსადგურებში მზარდია – TCRC

დაწესებული სანქციების მიუხედავათ, ტვირთბრუნვა ს ნავსადგურებში მზარდია – ასეთ დასკვნას აკეთებს ანალიზზე დაყრდნობით “საქართველოს დერეფნის კვლევის ცენტრი” (TCRC).
ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოზე გამავალი დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის განსაზღვრის მიზნით, უნდა გაანალიზდეს ალტერნატიული სატრანსპორტო დერეფნების ინფრასტრუქტურის, კერძოდ, კონკურენტ ნავსადგურებში გადამუშავებული ტვირთების დინამიკა.
სწორედ ამ მიზნით გაანალიზეს რუსეთის ნავსადგურებში ტვირთების გადამუშავების მაჩვენებლები, როგორც 2021 წელს, რუსეთ – უკრაინის დაპირისპირებამდე, ასევე მომდევნო – 2022, 2023, 2024 წლებში.
“უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის სანავსადგურე ინფრასტრუქტურა აერთიანებს ხუთ საზღვაო არეალს (აუზი) : არქტიკის ზღვის არეალი, ბალტიის ზღვის არეალი, აზოვი – შავი ზღვის არეალი, კასპიის ზღვის არეალი, შორეული აღმოსავლეთის არეალი. 2024 წელს – რუსეთის ხუთივე აუზის ნავსადგურებში გადამუშავდა – 886.3 მლნ ტონა ტვირთი, 2021 წელს – სანქციების ამოქმედებამდე – 835.2 მლნ ტონა, სანქციების ამოქმედების შემდგომ 2022 წელს – 841.5 მლნ ტონა, 2023 წელს – 883.8 მლნ ტონა. აღნიშნული დინამიკა მიუთითებს, რომ რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის შემცირებაზე, სანქციების ამოქმედებამ ვერ იმოქმედა, საპირისპიროდ შეინიშნება ზრდის დინამიკა.საზღვაო აუზების ტვირთბრუნვის ანალიზიდან ირკვევა, რომ 2021 წელთან შედარებით, სანქციების ამოქმედების შემდგომ წლებში, ხუთივე აუზში, არქტიკის აუზის გამოკლებით, გაიზარდა ტვირთბრუნვა. (იხილე დიაგრამა). რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რუსეთმა შეძლო მყისიერად გადაერთო საკუთარი ნავსადგურების ტვირთბრუნვა სხვადასხვა ბაზრებზე.განსაკუთრებით გამოსაყოფია, რუსეთის უმსხვილესი ნავსადგურის – ნოვოროსისიკის მიერ გადამუშავებული ტვირთების მზარდი ტენდენცია. 2021 წელი – 142.8 მლნ ტონა (სანქციამდე), 2022 წელი – 147.4 მლნ ტონა, 2023 წელი – 161.4 მლნ ტონა, 2024 წელი – 164.8 მლნ ტონა. ნოვოროსიისკის ნავსადგურის მზარდი ტენდენცია მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთმა შეძლო ნედლი ნავთობის ტრანსპორტირების ალტერნატიული მარშრუტების გამონახვა.ამასთან აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიისკის ნავსადგური, ძირითადად ყაზახური ნავთობის KTK თენგიზ – ნოვოროსიისკის მილსადენის სიტემით მარაგდება.თავის მხრივ, KTK მილსადენის სისტემაში ყაზახური „კაზმუნაიგაზის“ წილი 19% ია, რუსული „ტრანსნეფტის“ – 24%, „შევრონის“ – 15%, „ლუკოილის“ – 12.5%. საერთაშორისო კომპანიების ჩართულობა გვაძლევს იმის წინაპირობას ვივარაუდოდ, რომ ნავთობნაკადის მიმართვა რუსეთის გვერდის ავლით, დიდ ინფრასტრუქტურულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და ამითაც არის განპირობებული, ნაწილობრივ რუსეთის ნავსადგურებში ტვირთბრუნვის შენარჩუნება,” – ასეთია TCRC-ის ანალიზი, რომელზე დაყრდნობითაც ასკვნის შემდეგს:
რუსეთის საზღვაო აუზების 2021 – 2024 წწ ტვირთბრუნვის ანალიზი ცხადყოფს, რომ დაწესებული სანქციების მიუხედავათ, ტვირთბრუნვა რუსეთის ნავსადგურებში მზარდია, ზრდა ძირითადად განპირობულია, საკუთარი ნედლეულის მსოფლიოს ბაზრებზე მიწოდებით. რუსეთის ნავსადგურების ტვირთბრუნვის, საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო დერეფანზე ზეგავლენის დასადგენად, მნიშვნელოვანია აზოვი – შავი ზღვის არეალში რუსეთის ნავსადგურების ტვირთბრუნვის გაანალიზება, რაც შემდგომი კვლევის საგანს წარმოადგენს.