დაძაბულობის ფონზე, ერდოანმა რუსეთსა და აზერბაიჯანს თავშეკავებისკენ მოუწოდა

5 ივლისს აზერბაიჯანიდან, ყარაბაღიდან თურქეთში დაბრუნებისას ეროდანმა ხაზი გაუსვა თურქეთის მჭიდრო კავშირებს ორივე ქვეყანასთან.
მისი თქმით, ანკარის უდიდესი სურვილია, რომ „სამწუხარო ინციდენტებმა“ არ გამოიწვიოს „გამოუსწორებელი ზიანი“ მოსკოვი-ბაქოს ურთიერთობებში.
მან ასევე განაცხადა, რომ ორივე ქვეყანას აქვს საკმარისი „სიბრძნე“ პრობლემის გადასაჭრელად და რომ თურქეთი „გააგრძელებს კონსტრუქციული ნაბიჯების მხარდაჭერას“ პრობლემის გადასაჭრელად.
თურქული მედიის თანახმად, ერდოანმა ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის ერთგულებას საკითხის „დიპლომატიური გზით გადაჭრის მიმართ“ და ხაზი გაუსვა, რომ „აზერბაიჯანის პრეზიდენტი ფრთხილ და მოზომილ ნაბიჯებს დგამს“.
ბოლო პერიოდში აზერბაიჯანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობები დაძაბულია.
აზერბაიჯანმა ეკატერინბურგში ჩატარებულ სპეცოპერაციას, რომლის შედეგადაც ორი აზერბაიჯანელი გარდაიცვალა, მკაცრი განცხადების გარდა, ასევე უპასუხა რუსული სამთავრობო პროპაგანდისტული Sputnik-ის დახურვითა და იქ მომუშავე „ФСБ-ს ორი აგენტის“ დაკავებით.
ექსპერტთა თქმით, ბაქოს მკაცრი რეაქცია მასშტაბური გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგია.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ხაბაშვილი – „გუდვილში“ ფასდაკლება დიდ ზეგავლენას ვერ ახდენს გაყიდვების ზრდაზე – მაგალითად, საქონლის ხორცზე ფასდაკლებას აქვს დიდი შედეგი, მაგრამ არის პროდუქტები, რომელზე ფასდაკლებისას მომხმარებლები არ რეაგირებენ