„დაცინვაა მშიერ ბავშვს შესთავაზო სკოლის ფორმა, საკვების ნაცვლად“- მშობელი

მშობელი მედეა ტურაშვილი „ბათუმელებთან“ ამბობს:
„გულწრფელად რომ გითხრათ, დაცინვაა შესთავაზო მშიერ ბავშვს ფორმა. სხვა სახელი ამას არ ჰქვია. განსაკუთრებით ის ნაწილია კომიკური, მშობლებს ჩავრთავთ ფორმის დიზაინის შერჩევაშიო, რომ უთქვამთ.
ჩვენ მშობლები, წლებია შეწუხებული ვართ სამი სისტემური პრობლემით: პირველი – ეს არის დაბალი განათლების ხარისხი; მეორე – სკოლების კატასტროფული ინფრასტრუქტურა, სადაც ჰიგიენა მოუწესრიგებელია და არ არის უსაფრთხო გარემო; მესამე – რა თქმა უნდა, ეს არის ბავშვების შიმშილი და არასახარბიელო მდგომარეობა სკოლებში. ვერავინ დამარწმუნებს, რომ მშიერი ბავშვი კარგ განათლებას იღებს.
მინდა გავიგო, რა კავშირია ფორმასა და განათლების ხარისხს შორის. ჩვენ მშობლებს ის კი არ გვაწუხებს, რას ჩაიცვამს ჩვენი შვილი, არამედ გვაწუხებს, როგორ მიიღოს მან ისეთი განათლება, რომელიც მომავალში ამ ბავშვებს ჩამოაყალიბებს კარგ მოქალაქეებად და მისცემს საშუალებას, რომ გააგრძელონ წარმატებული ცხოვრება.
ახლახან, როცა მუნი გავრცელა სკოლებში, ჩემი 10 წლის შვილი გაოცებული მეუბნებოდა – „დედა, საპონი ჩაასხეს ტუალეტში“. წარმოგიდგენიათ? მუნი რომ გავრცელდა, ახლა დაორგანიზდნენ. ვინმემ ამიხსნას, ამ პრობლემას ფორმა როგორ აგვარებს?
მშობლებს გვეუბნებიან, თან პირდაპირი ტექსტით, რომ ჩვენი შვილები 17 წლის ასაკში მონურ შრომაში უნდათ რომ ჩააბან. იმის ნაცვლად, რომ მეუბნებოდეს, ახალგაზრდობაში ჩავდებთ ინვესტიციას, რომ განვითარდნენ ისინი მეცნიერებაში, კულტურაში, განათლებაში, ტექნოლოგიების სფეროში, რომ წინ წავიდეთ, როგორც განვითარებული ქვეყანა, გვეუბნებიან, რომ იაფი მუშახელი უნდა მოამზადონ რუხაძისთვის, „ვისოლ ჯგუფისთვის“ და ვიღაცის კაზინოებისთვის.
ინტერვიუ სრულად

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა – დონალდ ტრამპის ერთი პროტოკოლური წერილით არ და ვერ გადაიტვირთება დაზიანებული ურთიერთობები აშშ-თან, რაც ივანიშვილის რეპრესიულმა პოლიტიკამ გამოიწვია – იმედგაცრუება, რომელიც არსებობს ვაშინგტონში, არ გამქრალა

ელენე ჯაფარიძე: ვეჩვევევით ძალადობას. ბავშვის გაუპატიურება ერთი დღის ამბავი ხდება. რამდენიმე საათიანი აღშფოთების. რამდენიმე პოსტი. რამდენიმე კომენტარი. და მერე ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება

ნიკოლოზ ლოლაძე: ათობით მილიონის საქონელი დაიწვა Wildberries საწყობებში. საქართველოშიც, თუკი ვინმეს რამე გამოწერილი აქვს და ტვირთი რუსეთიდან უნდა ჩამოსულიყო, ვეღარც ამ საქონელს და ვერც გადახდილ ფულს ვერ მიიღებს