“დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი… ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, მაგრამ…” – რა თქვა კვარაცხელიამ “ტოტენჰემთან” მატჩის წინ?

ხვალ, 26 ნოემბერს, თბილისის დროით 23:59 საათზე, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურში “პარი სენ ჟერმენი” “ტოტენჰემს” უმასპინძლებს. პარიზელთა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ლუის ენრიკესთან ერთად წარსდგა:
“ჟოაო ნევეში ამჟამად გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია. არ აქვს მნიშვნელობა გოლს ვინ გაიტანს, მთავარი გამარჯვებაა.
კიდევ ბევრი ასპექტია რომლის გაუმჯობესებაც მსურს. მაგალითად გოლების გატანა და მეტი საგოლე პასების გაკეთება. ვცდილობ, ყოველდღე საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია ვიყო. თანმიმდევრულობა? ეს ყველაზე რთულია, თუმცა ჩვენი საქმის სამუშაო ნაწილია.
დაცვაში ადრე ამდენს არ ვმუშაობდი. წარსულში შეტევაზე უფრო ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ ახლა ვიცი, რომ ყველა მოთამაშემ დაცვით ფაზაში მონაწილეობა უნდა მიიღოს. მწვრთნელის წყალობით ამ მხრივ პროგრესი მაქვს. მოედანზე 100%-ით ვიხარჯები და ვცდილობ, გუნდს ყველა ასპექტში დავეხმარო, როგორც მოედანზე, ასევე მის გარეთ.
სეზონის სტარტი რთული გამოგვივიდა, რადგან ამ ზაფხულს დიდი ხნით არ დაგვისვენია. ახლა უკეთეს ფორმაში ვართ, პირადად მე, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.
რაც შეეხება ჩვენს მეტოქეს, “ტოტენჰემი” კონტრშეტევებზე ძალიან კარგად თამაშობს და თავს კარგად იცავენ. ზაფხულში მათთან 0:2-ს ვმარცხდებოდით და მატჩის გადარჩენა ბოლო წუთებზე მოვახერხეთ. რთული მატჩი იქნება, მაგრამ მათ წინააღმდეგ სათამაშოდ მზად ვართ.
აშრაფ ჰაკიმის ტრავმა? მისი შეცვლა ურთულესია. გასულ სეზონში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მოგება ნამდვილად დაიმსახურა. მწვრთნელმა მისი შეცვლა სცადა და რამდენიმე ხერხს მიმართა, მაგრამ ვიცით, რომ აშრაფის გარეშე ძალიან რთულია და იმედია, მალე დაბრუნდება. ის წარმოუდგენელი მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანია.
რა მასწავლა პსჟ-ში თამაშმა? ზოგი ამბობს, რომ ლიგა 1-ში თამაში მარტივია, ეს ასე არ არის, რადგან საფრანგეთში ფეხბურთს სწრაფად და დიდი მონდომებით თამაშობენ. პსჟ-ს დამარცხება ყველას განსაკუთრებულად სურს, ლიგა 1 კი ევროპის საუკეთესო ხუთეულშია.
რაც შეეხება ჩემს ოპტიმალურ პოზიციას, ყველამ იცის, რომ მარცხენა ფლანგზე თამაში მომწონს, მაგრამ ფეხბურთელს ადაპტაცია უნდა შეეძლოს. რა თქმა უნდა, მარტივი არ არის, თუმცა ფეხბურთელს რამდენიმე პოზიციაზე თამაში უნდა გამოსდიოდეს. იმედი მაქვს, მალე როგორც მარცხნივ, ასევე მარჯვენა ფლანგზეც კარგად თამაშს შევძლებ”, – განაცხადა კვარაცხელიამ.
[VIDEO] მამუკელაშვილს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა – “ტორონტომ” ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
[VIDEO] ბურჯანაძის 6 ქულა “რეალთან” – “გრანადა” “სამეფო კლუბთან” დამარცხდა
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური – “ეკიპი” მაინც თავისას ამტკიცებს
დღეს ქართველების მონაწილეობით 2 დიდი მატჩია – “კვარა” ცეკვის შემდეგ
[VIDEO] “შეუჩერებელია” – პსჟ-მა ვარჯიშიდან კვარაცხელიას ულამაზესი გოლის ვიდეო გამოაქვეყნა
მიქაუტაძის 66 წუთი – “მანჩესტერ სიტიმ” “ვილიარეალი” უშანსოდ დაამარცხა
“მათი გუნდური სულისკვეთებით მოხიბლული ვარ, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებს ვეთამაშებით” – ვენსან კომპანი პსჟ-სთან მატჩის წინ
“ვილიარეალთან” თამაში ძალიან რთულია, რადგან ტოპ გუნდია” – გვარდიოლას კომენტარი გამარჯვების შემდეგ
პსჟ-ს აკრიტიკებენ – ლუის ენრიკე დაცვის თამაშით უკმაყოფილოა
“ჰავრთან” მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] “კვარას” საგოლე პასი – პსჟ-მ გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] ცენტრალური მცველისგან ასეთი რამ გინახავთ? – ვან დე ვენის საოცარი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა “ჰავრთან” მატჩში?
“კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა” – ფრანგი ჟურნალისტი
“მათი ბოლომდე მჯერა” – ენრიკემ ზაბარნი და შევალიე დაიცვა
რას უპირებს ენრიკე ზაბარნის საშინელი მატჩის შემდეგ – კომენტარი ქალთა გუნდის ყოფილმა მცველმაც გააკეთა
“ენრიკე ამაზე საუბრობს, მაგრამ ყველაფერს საზღვარი აქვს” – ცნობილი ჟურნალისტი კვარაცხელიას სათამაშო პოზიციით აღშფოთებულია
“ლივერპულმა” პსჟ-ს შემტევში 160 მილიონის გადახდის მზადყოფნა გამოთქვა
“კვარა” “ტოტენჰემს” თავიდანვე შეუტევს – ორი საკითხი გადასაწყვეტია
რა შეიცვალა პსჟ-ის თამი 3 თვის შემდეგ? – ჩემპიონთა ლიგის PREVIEW
Foot-sur7.fr: პსჟ ზაბარნის გაშვებაზე მხოლოდ ამ შემთხვევაში იფიქრებს