დაჩი ბერაია გიორგი ვაშაძეს – რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ?

შენ ხარ ტიპური, კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დაჩი ბერაიამ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს ს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მაშინ, როდესაც ვაშაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენის ფარგლებში, სიტყვით გამოდიოდა.
უფრო კონკრეტულად სიტყვიერი დაპირისპირება და დარბაზიდან უმრავლესობის დეპუტატების რეპლიკები ვაშაძის იმ გამოსვლას მოჰყვა, სადაც მან ქართველი ემიგრანტების პრობლემებზე ისაუბრა.
„რამდენს ლაპარაკობს ეს მოღალატე. ვერ ხვდები, რომ მოღალატე ხარ? რამდენს გიხდიან ქვეყნის ღალატისთვის, თუ უფასოდ ღალატობ? შენ ხარ ტიპური კლასიკური მოღალატე, ნაძირალა, არაკაცი“, – მიმართა ადგილიდან დაჩი ბერაიამ გიორგი ვაშაძეს.
რაც შეეხება უშუალოდ ვაშაძის განცხადებას, მისი ინფორმაციით, ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე აყვანასთან დაკავშირებით პრობლემები ექმნებათ. გიორგი ვაშაძემ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს კითხვით მიმართა, თუ რატომ არ აჰყავს ემიგრაციაში მყოფი ემიგრანტები საკონსულო აღრიცხვაზე. ვაშაძის კითხვის პასუხად, თავდაპირველად დეპუტატი ირაკლი (დაჩი) ბერაია აღშფოთდა, რომელმაც ვაშაძეს მიმართა, თუ რატომ არის მოღალატე.
ანალოგიური შეფასებები ვაშაძის მისამართით „ხალხის ძალის“ სხვა წარმომადგენლებმაც გააკეთეს. ასევე, სიტყვიერ დაპირისპირებაში, ასევე, უმრავლესობის ლიდერი, ჩაერთო.
კოლეგების გიორგი ვაშაძემ უთხრა, რომ „ქართულ ოცნებას“ დასმულ კითხვებზე პასუხები არ ჰქონდა და პროვოკაციის მოწყობით საკითხის გადაფარვას ცდილობდა.

ასევე დაგაინტერესებთ