დაღესტნის სამუფთო “საფრთხეების აღმოფხვრამდე” ნიქაბის ტარებას კრძალავს

დაღესტნის სამუფთომ, რესპუბლიკაში მომხდარი ტერაქტის შემდეგ, ნიქაბის ტარებაზე დროებითი შეზღუდვა დააწესა.
ნიქაბი არის მუსლიმ ქალთა ტრადიციული სამოსი, რომელიც ფარავს მთელ სახეს, თვალების გარდა.
დაღესტნის სამუფთოს განცხადებაში ნათქვამია, რომ შეზღუდვა გაგრძელდება “გამოვლენილი საფრთხეების აღმოფხვრამდე და ახალი საღვთისმეტყველო დასკვნის მიღწევამდე”.
აქამდე დაღესტნის სამუფთოში ნიქაბის აკრძალვაზე საუბრობდნენ. 2 ივლისს დაღესტნის სამუფთოს ფატვათა განყოფილებამ გამოაცხადა, რომ შარიათის ტექსტების შესწავლის შემდეგ, დაადგინეს, რომ ნიქაბის სრული აკრძალვის საფუძველი არ არსებობს.
“მუფთი, ნაციონალური პოლიტიკისა და რელიგიის საქმეთა სამინისტროს მიმართვის გათვალისწინებით, რომელშიც საუბარია რესპუბლიკის მცხოვრებთა უსაფრთხოებისადმი არსებულ საფრთხეებზე და ფეტვების განყოფილების მიერ გუშინ გამოტანილ კომპეტენტურ დასკვნაზე დაყრდნობით, აცხადებს ნიქაბის ტარების დროებით შეზღუდვას გამოვლენილი საფრთხეების აღმოფხვრამდე და ახალი საღვთისმეტყველო დასკვნის მიღებამდე”. – ნათქვამია დაღესტნის სამუფთოს განცხადებაში.
რუსეთში ნიქაბის ტარების აკრძალვას მაისიდან განიხილავენ. დაღესტანში ამ საკითხზე საუბარი დაიწყო მას შემდეგ, რაც 23 ივნისს აქ მოხდა ტერორისტული თავდასხმა, რომლის დროსაც რადიკალი ისლამისტები თავს დაესხნენ ეკლესიასა და სინაგოგას და 20-მდე ადამიანი იმსხვერპლეს.
ნიქაბების აკრძალვის წინადადებას მხარი დაუჭირა ს საგამოძიებო კომიტეტის მეთაურმა, ალექსანდრ ბასტრიკინმა. საპასუხოდ ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა გააკეთა მოწოდება, რომ ყოფილიყვნენ “უკიდურესად ფრთხილად” მსგავსი განცხადებების გაკეთების დროს.