დაღესტნიდან ნეაპოლში კვარაცხელიას შესაცვლელად?

“ნაპოლი” პსჟ-ში გადასული ს შემცვლელის შეძენას სასწრაფოდ აპირებს, პრიორიტეტული კანდიდატი “მანჩესტერის” 20 წლის გარემარბი ალეხანდრო გარნაჩოა, თუმცა სხვა ვარიანტებსაც განიხილავს.
Sport24-ის მტკიცებით, ერთ-ერთი მთგანი მახაჩკალის “დინამოს” 21 წლის შემტევი აბაკარ გაჯიევია, რომლის თამაშის სანახავად ნეაპოლური კლუბის წარმომადგენლები დაღესტანში იმყოფებოდნენ და ფეხბურთელს გაესაუბრენ.
გაჯიევმა ამ სეზონში ს პრემიერლიგის 17 მატჩში 1 გოლი გაიტანა, “დინამოსთან” კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, Transfermarkt-ის მიხედვით კი მისი ფასი 600 ათსი ევროა.