დაღესტანში ჩეჩნეთის МЧС-ის მეთაური არაფხიზელ მდგომარეობაში მანქანის მართვისას დააკავეს

დაღესტნელმა სამართალდამცავებმა დააკავეს ჩეჩნეთის რესპუბლიკაში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მეთაური ალიხან ცაკაევი.
დაკავების მიზეზი არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა გახდა. დაკავებულს თან არ გააჩნდა პირადობის დამადასტურებელი საბუთები.
როგორც დამოუკიდებელი რუსული მედიები და Telegram არხები წერენ, ჩეჩნეთი-დაღესტნის საზღვარზე მესაზღვრეებმა ცაკაევის გაჩერება სცადეს. მეთაურმა მანქანა მოაბრუნა და სამართალდამცავების გატანა სცადა. დაღესტნის -ს თანამშრომლებმა ცაკაევი დააკავეს და ცოტა ხანში გაუშვეს.
მოგვიანებით რამდენიმე Telegram არხზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცაკაევი პატიმრობიდან ჩეჩნეთის სპეცდანიშნულების რაზმმა იხსნა. როგორც წერენ ცაკაევის დახსნის ოპერაციაში ჩართული იყო სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმის, ახმატის მეთაური აბუზაიდ ვისმურადოვი.