დაღესტანში სინაგოგას, ეკლესიას და პოლიციის პოსტს ცეცხლი გაუხსნეს, არიან დაღუპულები

დაღუპულია პოლიციის ერთი თანამშრომელი, დაშავდა ექვსი.
ამასთან, დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისიის თავმჯდომარის მოადგილის შამილ ხადულაევის ინფორმაციით, თავდასხმების მსხვერპლი გახდა დერბენტში მღვდელი, ხოლო მახაჩკალაში ეკლესიის დაცვის თანამშრომელი.
„დერბენტის ეკლესიაში 66 წლის მღვდელი მოკლეს. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეორე სასულიერო პირიც მოკლეს, ამ დროისთვის არ დასტურდება“, – წერს იგი “ტელეგრამის” არხზე.
დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა სისხლის სამართლის საქმე „ტერორისტული თავდასხმის“ მუხლით აღძრა.
დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი განაცხადა, რომ ორი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია. ამასთან, დეპარტამენტის პრესსამსახურის უფროსმა არ დააკონკრეტა, კონკრეტულად, რომელ ქალაქზეა საუბარი.