„დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ, დაახალეთ პირდაპირ ფეხებში!“ — რუსიკო გზის გადაკეტვის საბაბით ისევ დააპატიმრეს

მოსამართლე კობა ჩაგუნავამ საბჭოთა წარსულის მკვლევარს, პედაგოგს, ისტორიკოსს, რუსიკო ს, უკვე მეორედ გზის გადაკეტვის საბაბით, სამდღიანი პატიმრობა შეუფარდა.
„დარღვევა სახეზეა, პატიმრობის გამომრიცხველი გარემოებები სახეზე არ გვაქვს“, — განაცხადა კობა ჩაგუნავამ გადაწყვეტილების დასაბუთებისას.
პირველ ჯერზე რუსიკო კობახიძე 5 ნოემბერს ღამით დააკავეს და ედავებოდნენ, რომ მაგ საღამოს გზას ხელოვნურად კეტავდა. მაშინ მოსამართლე კობა ჩაგუნავამ მას ერთდღიანი პატიმრობა შეუფარდა. დღეს კი, 13 ნოემბერს, რუსიკო კობახიძე სასამართლოში 4 ნოემბერს გზის გადაკეტვის საბაბით წამოწყებულ საქმეზე სამსჯელოდ დაიბარეს.
კითხვა, რატომ დავობს რუსიკო კობახიძის წინა დღის იდენტურ სამართალდარღვევაზე ახლა, როცა უკვე ნამსჯელია და სასამართლოს გადაწყვეტილებაც გამოტანილი მომდევნო დღეს „გზის გადაკეტვაზე“, უპასუხოდ დარჩა — უბრალოდ ვერ მოხერხდა სხვანაირად.
როგორ მიმართა რუსიკო კობახიძეს მოსამართლესა და -ს წარმომადგენელს, რომელიც მის პატიმრობას ითხოვდა
„ჩანს „სამართალდარღვევის“ მიზანი, რომ შეუქმნას პრობლემა მანქანების გადაადგილებასო, სწორად გავიგე? მე მგონია, რომ სამართალდარღვევად ქმედება შეიძლება შეფასდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მიზნობრიობა არის გარკვეული. შინაგან საქმეთა სამინისტრო როგორ ადგენს მიზანს, თუ „სამართალდამრღვევს“ არ ეკითხება, რა მიზანი ჰქონდა, რომ გადავიდა?! ასევე, მინდა შეგახსენოთ, რომ ზოგადად, სასამართლო იმისთვის არის, რომ გაარკვიოს კონკრეტული „სამართალდარღვევის“ კონკრეტული კონტექსტი. მაგალითად, თუ კანონი ამბობს, რომ ფანჯრის ჩატეხა დანაშაულია, რაღა საჭიროა მაშინ სასამართლო, თუ კონტექსტის გარკვევის გარეშე, ყველას, ვინც ფანჯარას ჩაამტვრევს, პირდაპირ მიუსჯიან? თუ, მაგალითად, ცეცხლმოკიდებულ სახლში ამტვრევს ადამიანი ფანჯარას, რომ გამოიყვანოს ბავშვი, ეს დანაშაულია? ფანჯრის ჩატეხის მიზნობრიობა არის სულ სხვა, ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ეს ვერ იქნება დანაშაული. ქალაქის მერიამ ვაკე გადაკეტა 2 წლით. მართლა ჰქონდათ ადამიანებს პრობლემა. სასწრაფო ვერ მიდიოდა დანიშნულების ადგილამდე. მიჭირდა სამსახურში მისვლა. მაგრამ არავის მოსვლია აზრად კახა კალაძისთვის დაებრალებინა, რომ გზა იმიტომ გადაკეტა, მოსახლეობისთვის შეექმნა პრობლემა. მისი მიზანი იყო ქუჩის რეაბილიტაცია, მიზანი იყო პოზიტიური, ეს არ ყოფილა სამართალდარღვევა. ძალიან ზედაპირულია შეფასება, რომ ჩემი მიზანია ხალხის შეწუხება და ავტობუსის არგატარება. მოგეხსენებათ, მე არ ვარ მოცლილი ადამიანი. ჩემი ცხოვრების ერთი წელი, სიცივეში, წვიმაში, სიცხეში, ყინვაში ვდგავარ იქ არა იმიტომ, რომ ადამიანებს შევუქმნა დაბრკოლება, არამედ იმიტომ, რომ ქვეყანაში არის ძალიან სერიოზული პრობლემები და მე ამით გამოვხატავ პროტესტს. გზის გადაკეტვა არის სიმბოლური მანიფესტაცია. მიზანი არის არა დანაშაულის ჩადენა, არა ვინმეს დაზიანება, არამედ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების, ამ ბოლო დროს უკვე ახალი რეპრესიული კანონების ამოქმედების წინააღმდეგ პროტესტის გამოხატვა. ხვალ რომ მიიღონ კანონი, რამდენის ჭამა შეიძლება დილის საათებში, რომ არ შეიძლება ატაროთ გაშლილი თმა ან მოკლე ქვედაბოლო, ასეთივე შემართებით გააგრძელებთ პატიმრობის მოთხოვნას? სამი ჯარიმაა ჩემ წინააღმდეგ გამოწერილი თურმე და რომ არ დაგეპატიმრებინეთ, ვერ გავიგებდი. ანუ 15 000 ლარის ჯარიმა მაქვს გამოწერილი. ძალიან მაინტერესებს, მე, რომელსაც ერთ უნივერსიტეტში მაქვს ყოველთვიურად 262 ლარი ხელფასი, მეორე უნივერსიტეტში — 180 და სოვლაბში [საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია] მქონდა 1000 ლარამდე, ახლა ეგეც აღარ, რადგან ჩვენი საქმიანობა შეიზღუდა.. ანუ ადამიანმა, რომელსაც თვეში დაახლოებით 500 ლარი აქვს შემოსავალი, როგორ უნდა გადაიხადოს ეს ჯარიმა? ეს რეგულაციები კიდევ იმიტომაც არის რეპრესიული, რომ ჯარიმებს აკისრებენ ისეთ ადამიანებს, რომლებიც არ არიან გადახდისუნარიანები. ირიბად, ეს არის მოწოდება, თუ არ მინდა, რომ დავჯარიმდე, აღარ უნდა გადავკეტო გზა. ამ კანონების მიზანი არის არა „წესრიგის აღდგენა“, არამედ პროტესტის შეჩერება, ანუ „დაუხშეთ საინფორმაციო ღრუ, დაახალეთ პირდაპირ ფეხებში!“ — თქვა რუსიკო კობახიძემ სასამართლოში, ჯერ კიდევ იქამდე, სანამ მოსამართლე მას მორიგჯერ ცნობდა სამართალდამრღვევად „გზის ხელოვნურად გადაკეტვის საბაბით“ და 3-დღიან პატიმრობაში გაუშვებდა.
რუსიკო კობახიძე მიმდინარე უწყვეტი პროტესტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილეა. ნახეთ ნეტგაზეთის ვიდეო, სადაც ის ჰყვება საკუთარ მოტივაციასა და მიზნებზე:

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება რეპრესიების გაგრძელებაა – რაც შეეხება სააკაშვილს, გასაკვირი არაა ერთ-ერთი პოლიტპატიმარი ასევე იყოს ციხეში, როცა ფაქტობრივად ყველა ოპოზიციონერი ლიდერი დაპატიმრებულია

გიორგი კახიანი – გაუგებარი იყო სააკაშვილის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნა, როდესაც იგი სრულიად ჯანმრთელად გამოიყურებოდა – განცხადებები, რომ ეს დასჯის მცდელობაა, მოსალოდნელი იყო, სინამდვილეში, ის ხდება, რაც კანონითაა გათვალისწინებული