„დაუძინებელი დაქალი“ ვიოლა ფონ კრამონი ძალიან „ზრუნავს“ ბიძინა ივანიშვილის დანაზოგებზე

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებას: „ სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს”, სოციალურ ქსელში ეხმაურება:
დავით ქართველიშვილი ირონიულად აღნიშნავს, რომ „დაუძინებელი დაქალი“ ძალიან ზრუნავს ივანიშვილის დანაზოგებზე.
„აი, საიდან მოდის პოლიტიკური შიზოფრენია, აი, სადაა სათავე. რას ამბობს, იცით? ოჯახზე ზრუნვის, მეუღლისთვის სურსათის, ხოლო შვილებისთვის ახალი „ბაჩიების” ყიდვის მიზნით და „რესტორნებში არ დამეხარჯოს” მოტივით, ქმარმა თავისი ჯამაგირი შეიძლება სახლში მოიტანოს!!! მას ამის სამართლებრივი საფუძველი აქვსო, ამბობს ეს ჩვენი „დაუძინებელი დაქალი”.
ვიოლა ფონ კრამონი: „ სიფრთხილის ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, ის გადაიტანს თავის ფულს საქართველოში. ახლა ამის სამართლებრივი საფუძველიც არსებობს”. როგორ გვიფრთხილდებიან! როგორ ზრუნავენ ჩვენს დანაზოგებზე!“, – წერს დავით ქართველიშვილი.
Next: კვარა, შენ მოგმართავ – ხვიჩა კვარაცხელიას მიმართავს

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში

ევროკავშირიც, ბრიტანეთიც და აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციაც დაინტერესებულები იყვნენ, ომი არ დასრულებულიყო. დღეს ვინ იღებს პასუხისმგებლობას, რომ მილიონამდე უკრაინელია დაღუპული. რომ არ ჩაშლილიყო სტამბულის შეთანხმება, ეს ყველაფერი ხომ არ მოხდებოდა