“დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები” – რაზე შეთანხმდნენ ერმაკი და რუბიო საუდის არაბეთში

უკრაინა--ს მოლაპარაკებები საუდის არაბეთში, ქალა ჯიდაში დასრულდა. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრი ერმაკისა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს შორის თითქმის 7-საათიანი საუბრის შედეგებზე ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
როგორც ს ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, დათანხმდა აშშ-ს წინადადებას 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. აქვე ნათქვამი, რომ აშშ იღებს ვალდებულებას, განიხილოს ეს წინადადება ს მხარესთან. უკრაინის პირობაა, რომ შეთანხმება უნდა იყოს ორმხრივი.
სანაცვლოდ, აშშ გააგრძელებს სადაზვერვო ინფორმაციის უკრაინისთვის გაზიარებას და აღადგენს სამხედრო დახმარებას.
“ორივე ქვეყნის წარმომადგენლებმა უმაღლესი შეფასება მისცეს უკრაინელი ხალხის გამბედაობას საკუთარი ქვეყნის დაცვისთვის და შეთანხმდნენ, რომ ახლა დროა, დაიწყოს გრძელვადიანი მშვიდობის დამყარების პროცესი. უკრაინის დელეგაციამ კიდევ ერთხელ გამოხატა გულწრფელი მადლიერება უკრაინელი ხალხის სახელით პრეზიდენტ ტრამპის, აშშ-ს კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მიმართ მნიშვნელოვანი პროგრესისთვის მშვიდობის მიღწევს გზაზე […] დელეგაციებმა, ასევე, განიხილეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში ჰუმანიტარული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე. განსაკუთრებით, აღნიშნული ცეცხლის შეწყვეტის დროს. მათ შორის, სამხედრო ტყვეების გაცვლაზე, დაკავებული მშვიდობიანი მოქალაქეების გათავისუფლებასა და იძულებით გადაადგილებული უკრაინელი ბავშვების უკან დაბრუნებაზე”, – ვკითხულობთ უკრაინული მხარის განცხადებაში.
მხარეებს ხელი არ მოუწერიათ ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმებაზე, თუმცა საკითხი დღის წესრიგში კვლავ რჩება.
ამავე თემაზე:
· “უნდა ვიპოვოთ ძალა, გავაგრძელოთ ერთმანეთის პატივისცემა” – ზელენსკი ტრამპთან დაპირისპირებაზე
· “არავინ ამბობს, რომ პუტინი ნობელის მშვიდობის პრემიას მიიღებს …” – რუბიო განმარტავს, აშშ-ის პოზიციას ომზე