„დაუმორჩილებლობა ნიღბებით“ – აქციის მონაწილეები სოლიდარობას უცხადებენ ზუგდიდელ აქტივისტ ქალებს, რომელთაგან ფეიერვერკის და ნიღბის გამო ზოგი ორჯერ, ზოგი კი – ერთხელ დააჯარიმეს. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველი „ოცნების“ პარლამენტის მიერ მიღებული და მიხეილ ყაველაშვილის მიერ ხელმოწერილი ცვლილებები გახდა.
„არალეგიტიმურ პარლამენტს არ შეუძლია მიიღოს კანონი. შესაბამისად, ჩვენ არ ვემორჩილებით ივანიშვილის „პარლამენტისა” და მისი პირადი „პრეზიდენტის” მიერ დამტკიცებულ შეზღუდვებს!
თანამებრძოლებო, ჩვენი პროტესტი ახალ ფაზაში გადადის, განახლებული ენერგიით! სოლიდარობას ვუცხადებთ დაკავებულ მარიამ სიჭინავას და სხვა ზუგდიდელ აქტივისტებს“, – აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.