დაუვიწყარი სიყვარული, ცხოვრების ტრაგედია და ეკრანებიდან გამქრალი თათა ვარდანაშილის ისტორია – Marao

ნანუკა ჟორჟოლიანი დიზაინერ თათა ვარდანაშვილს სოფელში, მშობლიურ სახლში ესტუმრა. როგორც თათამ აღნიშნა, უახლოეს მომავალში ის აქ ცხოვრებას გეგმავს. როგორც დიზაინერმა თქვა ეს სახლი მისთვის ეკლესიაა. ინტერვიუს დროს თათა ვარდანაშვილმა ცხოვრების რთული პერიოდები გაიხსენა.
„იმ კონკრეტულ პერიოდში, როდესაც ძალიან მიჭირდა, დამეხმარა ჩემი შვილის, დემეტრეს არსებობა ჩემს ცხოვრებაში. იმდენი ტრავმა გადავიტანე, რომ არ ვიცოდი ეს ენით აღუწერელი ტკივილი სად წამეღო. ეს იყო მამის გარდაცვალება“, – აღნიშნა თათა ვარდანაშვილმა.
დიზაინერმა მეუღლესთან გაშორებაზეც ისაუბრა.
„ჩემს თავს ვაპატიე, რომ მას ცოლად გავყევი და სანამ საკუთარ თავს ვაპატიებდი, საოცარი ბრძოლა გადავიტანე. ჩემში ადამიანი გარდაიცვალა და ახალი ადამიანი დაიბადა, გარდაცვალების მომენტი კი ისეთი მტკივნეული იყო, ვერც ერთ ფიზიკურ ტკივილს ვერ შევადარებ“, – აღნიშნა დიზაინერმა.
მხატვარი და დიზაინერი თათა ვარდანაშვილი საზოგადოებისთვის ცნობილი საკუთარი შემოქმედებით და საქმით გახდა. თუმცა დიდი ხანია, ფაქტობრივად არსად ჩანს. მედიის საშუალებით საზოგადოებას თითქმის აღარ ეკონტაქტებოდა. ბოლო დროს თათამ დაბრუნება შეძლო, ცხოვრების ტრაგედიებსა და გადატანილ სირთულეებზე ხმამაღლა ისაუბრა და საზოგადოებისგან უამრავი დადებითი ემოცია მიიღო.
თათა ახლა ქალაქისგან მოშორებით ცხოვრობს და საკუთარი მეურნეობა აქვს:

არა მარ­ტო მე ვარ თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და გაზ­რდი­ლი, დე­დის მხრი­დან მე­ცხრე და მა­მის მხრი­დან მეშ­ვი­დე თა­ო­ბის თბი­ლი­სე­ლი ვარ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სო­ფელ­თან მჭიდ­რო კავ­ში­რი ყო­ველ­თვის გვქონ­და. არც მა­მის მხა­რე და არც დე­დის, თა­ვის წარ­მო­მავ­ლო­ბას არ კარ­გავ­დნენ. მუდ­მი­ვად ინარ­ჩუ­ნებ­დნენ მა­მა­პა­პი­სე­ულ კარ-მი­და­მოს და სო­ფელ­თან კავ­შირს. ამი­ტომ ზა­ფხულ­ში ტრა­დი­ცი­უ­ლად ჯერ სა­გა­რე­ჯო­ში ჩავ­დი­ო­დით, სა­დაც დე­და­ჩე­მის დე­დას მა­მა­პა­პი­სე­უ­ლი კერა ჰქონ­და – უძ­ვე­ლე­სი რი­კუ­ლე­ბი­ა­ნი სახ­ლი. ბავ­შვო­ბა­ში იქ სა­ზა­ფხუ­ლო არ­და­დე­გე­ბის ნა­ხე­ვარს ვა­ტა­რებ­დი.
15 წლის რომ ვი­ყა­ვი, მა­მამ თე­ლა­ვის რა­ი­ონ­ში, თა­ვის სო­ფელ არ­თა­ნა­ში, სა­დაც პა­პას ძი­რძვე­ლი მიწა-წყა­ლია, ძვე­ლი სახ­ლი შე­ი­ძი­ნა. იქ სამ­კვიდ­რო მიწა გვაქვს. სახ­ლს რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია ჩა­უ­ტა­რა. მალე ბე­ბი­ას (მა­მის დედა) მე­ო­თხე სტა­დი­ის ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნე აღ­მო­აჩ­ნდა, არა­ნა­ირ იმედს არ გვაძ­ლევ­დნენ, რომ გა­დარ­ჩე­ბო­და. 80-იანი წლე­ბი იყო და ექიმ ბე­ბი­ას ასე­ვე ექი­მებ­მა დარ­ჩე­ნი­ლი დრო­ის გა­ტა­რე­ბა კრის­ტა­ლუ­რად სუფ­თა ჰა­ერ­ზე ურ­ჩი­ეს. მათი თქმით, რად­გან სამი დღის სი­ცო­ცხლე ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი, გა­და­წყვი­ტა, მა­მა­ჩემს სო­ფელ­ში, სუფ­თა ჰა­ერ­ზე გა­და­ეყ­ვა­ნა. იქ პა­პას ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავ­და. არ­თა­ნა მა­შინ საკ­მა­ოდ გა­მარ­თუ­ლი სო­ფე­ლი იყო, წყა­ლი ჰქონ­და და ნორ­მა­ლუ­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბი. მოკ­ლედ, 17 წლის რომ გავ­ხდი, იქ იყო უკვე გა­მარ­თუ­ლი სახ­ლი და ბე­ბი­ას ჰქონ­და კარ­გი მე­ურ­ნე­ო­ბა. ის გა­დარ­ჩა და იცო­ცხლა იმ­დენ ხანს, რომ დე­მეტ­რე გა­მაზ­რდე­ვი­ნა”, – ამბობდა ის.

ასევე დაგაინტერესებთ